გომართელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირან იოსების ძე (დ. 11. VIII. 1946, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998). 1969 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი. 1973–2006 იქვე კითხულობდა ლექციებს. 1973–89 მუშაობდა უახლესი ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრაზე, 1989–2006 იყო ქართ. ენისა და ლიტ-რის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე, 1997–2006 – ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი. 1999-იდან რედაქტორია ფილოლ. ფაკ-ტის ალმანახისა "ლიტერატურა და სხვა". გ-მა არაერთი წერილი მიუძღვნა XIX–XX სს. ქართ. მწერლობას, მ. შ. აღსანიშნავია "ქართული სიმბოლისტური პროზა" (1997), ლიტერატურული წერილები და ესეები (2005). წიგნისათვის "ჭირთა თქმა სჯობს" (1985) გ-ს მიენიჭა ნ. ლორთქიფანიძის სახ. პრემია (1986). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).



სარჩევი

გომართელი ანზორ გაიოზის ძე

ა. გ. გ ო მ ა რ თ ე ლ ი. "ვაზის დედა". 1971. კერძო კუთვნილება

(10. III. 1936, თბილისი, – 23. IV. 1992, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1976). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1962), პროფ. ნ. კანდელაკის სახელოსნო. 1963-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1986-ლოვანი ნამუშევრები: ექვთიმე თაყაიშვილის (1982, ბრინჯაო, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ვ. ნემიროვიჩდანჩენკოს (1983, ბრინჯაო, სოფ. შემოქმედი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ს. მესხის (1985, ბრინჯაო, ქუთაისი), დ. სარაჯიშვილის (1991, ბრინჯაო, საქართვ. მწერალთა კავშირი, თბილისი) ძეგლები; შინმოუსვლელთა მემორიალი ბოლნისსა და ხობში (1976, ქვა), მ. ჯავახიშვილისა (1988, ქვა, სოფ. წერაქვი, მარნეულის მუნიციპალიტეტი) და კ. ლესელიძის (1975, ბრინჯაო, ოზურგეთი) ბიუსტები; კომპოზიცია "დაუმთავრებელი ფანტაზია" (დაჯილდოვდა ვროცლავის მხატვართა კავშირის დიპლომით, პოლონეთი).





გომართელი თამარ კაპიტონის ასული

(31. XII. 1915, სოფ. სუფსა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 28. II. 1999, თბილისი), ჟურნალისტი, თეატრმცოდნე. 1950 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი. 1958-იდან მუშაობდა ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნებაში" ლიტ. მუშაკად, 1960–80 კი – სახ. თეატრების განყ-ბის გამგედ. გამოიკვლია ქართ. სახ. თეატრების ისტორია, XIX–XX სს. მიჯნის აშუღთა და მუშა-პოეტების ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხები, პროფესორ-მასწავლებელ ქალთა წვლილი თსუ-ის სამეცნ. ცხოვრებაში და სხვ. ქართ. ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე სისტემატურად ბეჭდავდა სტატიაპორტრეტებს გამოჩენილ ქართვ. მოღვაწეებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. არის კოტე მარჯანიშვილისა (1977) და საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის (1997) პრემიების ლაურეატი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1996) და ი. ჯავახიშვილის მედლით. მიღებული აქვს ჟურნალისტური კონკურსების დიპლომები და პრიზები.



გომართელი ივანე გედეონის ძე

ი. გომართელი.

[2(14). X. 1875, სოფ. გორისა, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 19. IV. 1938, თბილისი], ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. 1894 დაამთავრა თბილ. მეორე გიმნაზია, 1899 მოსკ. უნტის სამედ. ფაკ-ტი. აქტიურად მონაწილეობდა "ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს" წრეში, რ-საც ა. ხახანაშვილი ხელმძღვანელობდა. 1899-იდან მუშაობდა დიდ ჯიხაიშში, გორისაში, ქუთაისში, თბილისში. სანამ ცნობილი ექიმი გახდებოდა, ქართვ. საზ-ბამ იგი გაიცნო როგორც მწერალი და კრიტიკოსი. 1901-იდან ქართ. პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა პოპულ. წერილებს სამედ. საკითხებზე, პუბლიც. და კრიტ. სტატიებს. გ. იყო "მესამე დასის " წევრი, შემდეგ – მენშევიკ-ავტონომისტი, "ალიონელი", 1902-იდან – ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზბის გამგეობის წევრი. 1905 თანამშრომლობდა ლეგალურ სოც.-დემოკრ. ჟურნ. "მოგზაურში". 1906 პირველი სახელმწ. სათათბიროს დეპუტატი იყო ქუთ. გუბერნიიდან. 1907 სამუშაოდ გადავიდა თბილისში. 1910 დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ერთი წელი დაყო. თებერვლის ბურჟ.-დემოკრ. რევოლუციის შემდეგ გახდა საქართვ. ეროვნ. კრების, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1917-იდან – გაზ. "ალიონის" ერთერთი დამაარსებელი და აქტ. თანამშრომელი, სადაც დაიბეჭდა (#59) ოქტ. რევოლუციისადმი მიძღვნილი მისი ესკიზი "დედა სამშობლო". გ-ის პიესები "ქოხში" და "წამხდარი სისხლი" (ორივე 1905) წარმატებით იდგმებოდა ქართ. თეატრების სცენაზე. დრამატურგიაში გ. აგრძელებდა "ნატურალისტური დრამის" ტრადიციებს. მას ეკუთვნის აგრეთვე რომანი-ქრონიკა "სამი დროება" (1931), კრიტ. წერილები ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ნ. ბარათაშვილის, ა. ჭავჭავაძის, ე. ნინოშვილის, რ. ერისთავის, დ. კლდიაშვილის, ი. გრიშაშვილის, პოეტ-სიმბოლისტებისა და პროლეტ. მწერლების, ასევე ფ. შილერის, მ. გორკის, ჯ. გარიბალდის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. აღსანიშნავია გ-ის "გლეხის კარაბადინი" (1928), "საუბარი ჯანმრთელობის საკითხებზე" (1937).

თხზ .: რჩეული თხზულებანი, ტ. 1–2, შემდგ. ვ. წოწელია, თბ., 1966.

ლიტ .: გ ა გ ო ი ძ ე ვ., ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XX საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი გ., ივანე გომართელი, თბ., 1967; წ ო წ ე ლ ი ა ვ., ივანე გომართელი (XX საუკ. სალიტ. კრიტიკის ისტორიიდან), წგ. 1–2, თბ., 1979–85. ვ. წოწელია.



გომართელი ნინო ნიკოლოზის ასული

(დ. 24. I. 1953, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2004). 1975 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1978–2006 მუშაობდა თბილისის ს.-ს. ორბელიანის სახ. პედაგოგიურ უნ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2006–09 კი – ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწ. უნ-ტში. 2009-იდან საქართვ. ტექნიკური უნ-ტის საქართველოს ისტორიისა და ქართ. კულტ. მიმართულების სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. სამი სახელმძღვანელო და სამი მონოგრაფია.