გომბორის უღელტეხილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გომბორის გზა. თბილისი–თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთი

უღელტეხილი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედიზე . სიმაღლე ზ. დ. 1620 . აგებულია ძირითადად ნეოგენური ასაკის ტერიგენული ნალექებით. შემოსილია მეორეული სუბალპ. მდელოებით. შიგნიკახეთს საავტ. გზით აკავშირებს გარეკახეთთან. 2009–2010 მოხდა გ. უ-ზე გამავალი გზის 55 კმ -იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რამაც მანძილი და მოძრაობის ხანგრძლივობა თბილისიდან თელავამდე საგრძნობლად შეამცირა. დ. უკლება