გომბორის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გომბორის მთა.

ც ი ვ - გ ო მ ბ ო რ ი ს ქ ე დ ი, კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი. შახვეტილის მთასთან ებმის მთავარი ქედის სამხრ. ტოტს - კახეთის ქედს. მიმართულია ჩრდიდან სამხრ.-აღმ-კენ. სიგრძე 107 კმ . უმაღლესი მწვერვალი ცივი (ზ. დ. 1991 ). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდ. კალთა ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერმისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრ. კალთა – გომბორის, ლაფიანხევისა და სხვ. ხეობებით. დამახასიათებელია მეწყრები, ბედლენდები, ქედზე არის ხელოვნური გამოქვაბულებიც. ქედის თხემზე მეორეული სუბალპ. მდელოებია, კალთებზე – ფოთლოვანი ტყე და ზოგან ფიჭვნარი. ლ. მარუაშვილი.