გომელაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. გომელაური.
ა. გ ო მ ე ლ ა უ რ ი. შვეიკი, ი. ჰაშეკის "გულადი ჯარისკაცი შვეიკი".

ალექსანდრე გიორგის ძე [9 (22). IX. 1907, თბილისი, – 29. VII. 1966, იქვე], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1958). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1927 თბილ. მუშათა თეატრში. შემდგომ მუშაობა განაგრძო თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1928–31) და ქუთ. (1931–33) თეატრებში. 1933-იდან გარდაცვალებამდე კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს 150-მდე როლი. მ. შ. აღსანიშნავია: შვეიკი (ი. ჰაშეკის "გულადი ჯარისკაცი შვეიკი"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გიორგი ("ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ილია ჭავჭავაძე (გ. ნახუცრიშვილის "წიწამური"), გიჟუა და მოურავი (ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), კაპულეტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ყოჩ-აშუღი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ბობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ბეზღადი (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), ოჰანეზი (ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი") და სხვ. კინოროლებიდან აღსანიშნავია: სამხედრო ექიმი ("ქალიშვილი გაღმიდან", 1941), დევი ("ცისკარა", 1955), ომარაშვილი ("ოთარაანთ ქვრივი", 1957), ილია ჭავჭავაძე ("გლახის ნაამბობი", 1961) და სხვ. გ. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, ლამაზი ტემბრის ხმით, იუმორით. გამოდიოდა ესტრადაზე თავდაპირველად ნ. ილურიძესთან, 1938-იდან – ა. კვანტალიანთან ერთად. ა. გვენცაძე.






სარჩევი

გომელაური ვალერიან ბაგრატის ძე

(დ. 1. I. 1933, თელავი), საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1982). დაამთავრა ნოვოჩერკასკის ა. სუვოროვის სამხ. სასწავლებელი (1952), მოსკ. რსფსრ უმაღლესი საბჭოს სახ. უმაღლესი საჯარისოსამეთაურო სასწავლებელი (1954), ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხ. აკადემია (1967). იყო შორეული აღმოსავლეთის სამხ. ოლქის სარდლის მოადგილე (1979– 85); სამხ. მრჩეველი ეთიოპიაში (1985–88); ამიერკავკ. სამხ. ოლქის სარდლის მოადგილე (1988–1991), საქართვ. შეიარაღებული ძალების გენშტაბის მრჩეველი-კონსულტანტი (1992–2005). ამჟამად თადარიგშია. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2001). ლ . დოლიძე.



გომელაური ვახტანგ ივანეს ძე

ვ. ი. გომელაური.

[8(21). IX. 1914, ჭიათურა, – 24. XII. 1995, თბილისი], მეცნიერი ენერგეტიკისა და ტექნიკური თბური ფიზიკის დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979). ტექ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). საქართვ. მეცნ. აკად. გამოყენებითი მექან. და მართვის პროცესების განყ-ბის აკადემიკოს- მდივანი (1983–87). 1936 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინტი ინჟინერ-თბოტექნიკოსის კვალიფიკაციით. 1938–45 მუშაობდა თბილ. თბოელექტროცენტრალში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1947– 59 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თბოტექ. განყ-ბის გამგე, 1959–65 – ამავე ინ-ტის თბოგადაცემისა და წვის განყ-ბის გამგე, 1965–70 – სტაბილური იზოტოპების ინ-ტის თბური ფიზ. განყ-ბის გამგე, 1965–83 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის თეორ. და ზოგადი თბოტექ. კათედრის პროფესორი. პარალელურად იყო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი. გ-ის ძირითადი შრომები ეხება თბოგაცემის პროცესების ინტენსიფიკაციის ექსპერ. შესწავლას, თბური ტუმბოს სისტემის გამოყენებას სამრეწვ. და კომუნალურ ენერგეტიკაში, ატომური და ჰიდრავლიკური ელექტროსადგურების კომპლ. გამოყენებას ენერგოსისტემაში. მონაწილეობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინტის ატომური ცენტრის შექმნაში, თბილ. თბოელექტროცენტრალის აგებაში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოში თბოტექ. მიმართულების რამდენიმე კვლევითი ლაბორატორია. 1987–95 იყო საქართვ. მეცნ. აკად. მართვის სისტემების ინ-ტის დირექციის მრჩეველი.

თხზ .: სითბოს და მასის გადაცემის თეორიის საფუძვლები (სახელმძღვანელო), თბ., 1974; О применении тепловых насосов на чайных фабриках Грузинской ССР, «ა. დიდებულიძის სახ. ენერგეტიკის ინ-ტის შრომები», 1956, ტ. 10 (თანაავტ. А. И. Мусхелишвили); Влияние искусственной шероховатости на конвективный теплообмен, «ფიზიკის ინტის შრომები», 1963, ტ. 9. თ. მაგრაქველიძე.





გომელაური ზაქარია (შაქრო) ნიკოლოზის ძე

ზ. გომელაური.
ზ. გომელაური. გრაფი ალმავივა, პ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება".

[17 (29). XI. 1890, თბილისი, – 10. VII. 1964, იქვე], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1950). დაამთავრა თბილ. საქალაქო სასწავლებელი (1904). მონაწილეობდა ავლაბრის მუშათა თეატრის სპექტაკლებში. 1910 ვ. გუნიამ მიიწვია თბილ. პროფ. დასში. 1912–13 სწავლობდა თბილ. დრამ. სტუდიაში. მუშაობდა თბილ. (1910–16, 1919–22, 1924–28), ქუთ. (1916–18), ბათუმის (1922–24) თეატრებში. 1928-იდან იყო თბილისის, კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თეატრის მსახიობი (ამჟამად კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. დრამ. თეატრი). გ-მა შექმნა მრავალი საინტერესო სახე, რ-თა შორის აღსანიშნავია: ერეკლე (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ვილჰელმ კილმანი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), ვურმი და ბერლეი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"; "მარიამ სტიუარტი"), პეპია ("ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), რინკველი და პარასკიდი (შ. დადიანის "კაკალ გულში"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), კოკორიშკინი (ლ. ლეონოვის "შემოსევა"), კომისარი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), სპირიდონ მცირიშვილი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), რაევსკი (ვ. კირშონის "პური"), ნაპოლეონი (ვ. სარდუს "მადამ სან- ჟენი"), გიგო და პროფ. მინდელი (ვ. გაბესკირიას "უფსკრულთან"; "მათი ამბავი"), ტარტიუფი (ჟ. ბ. მოლიერის "ტარტიუფი"), ჟორჟ დიუვალი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), გრაფი ალმავივა (პ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება") და სხვ. სახელი მოიხვეჭა სახასიათო როლების შესრულებით. მისი გმირები გამოირჩეოდნენ სიწრფელითა და სისადავით, მკაფიო ინდივიდუალობით. გადაღებულია ფილმებში "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "მამლუქი" (1958) და სხვ. II მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე 300-ზე მეტი საშეფო კონცერტი გამართა მსახიობთა ბრიგადამ, რ-საც გ. ხელმძღვანელობდა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ა. გვენცაძე.





გომელაური ივანე მიხეილის ძე

[10 (22). IX. 1867, სოფ. მირზაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 8. XI. 1951, თბილისი], პედაგოგი, საზ. მოღვაწე და მწერალი. დაამთავრა სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი (1885), შემდეგ – თბილ. სამასწავლებლო ინ-ტი (1890). მასწავლებლობდა ოზურგეთში, ზუგდიდში, სოფ. ტირძნისში (გორის მუნიციპალიტეტი), თბილ. ქართ. გიმნაზიაში, ძველ სენაკში, წინამძღვრიანთკარში, ბაქოში და სხვ. ასწავლიდა ქართ. ენას თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინტში (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი). მის სახელმძღვანელოს "სკოლებში შესასწავლი ქართველი მწერლები" (წგ. I, 1906; წგ. II, 1911; წგ. III, 1920) იყენებდნენ საშ. სასწავლებლებში 1906–26. თანამშრომლობდა ქართ. ჟურნალგაზეთებთან ("ივერია", "კვალი", "განათლება" და სხვ.). იყო ჭიათურის დრამ. საზ-ბისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ჭიათურის ფილიალის აქტ. წევრი. თარგმნა ვ. კოროლენკოს, ა. ჩეხოვისა და გ. ჰაუპტმანის თხზულებები.

თხზ .: იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი, წგ.: იაკობ გოგებაშვილი. საიუბილეო კრებული, თბ., 1940.

ლიტ .: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, წგ. 1, თბ., 1953; ქ ა ჯ ა ი ა ვ., ივანე გომელაური, თბ., 1947. ნ . ალანია.





გომელაური ინა გიორგის ასული

(2. IV. 1918, თბილისი, – 13. XII. 2006, იქვე), არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1941). 1957-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნ. ისტორიის ინ-ტში. იკვლევდა შუა საუკ. და თანამედროვე ქართ. ხუროთმოძღვრებას. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა მღვიმევის, ყორანთის, ჩიხის, აბელიისა და სხვა ეკლესიები. თხზ .: ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა, თბ., 1976; მღვიმევი – XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თბ., 1982. ვ. ბერიძე.



გომელაური ლია იოსების ასული

(დ. 8. I. 1947, თბილისი), პათოფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2004). 1972 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1991–99 იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის უფრ. მეცნ. მუშაკი; 1999– 2005 – საქართვ. სახელმწ. სამედ. აკადემიის პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე; 2005–06 – ამავე აკადემიის ფუნდამენტური მედ. კათედრის გამგე. 2009-იდან არის პ. შოთაძის სახ. თბილისის სამედ. აკადემიის პათოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. გ-ის სამეცნ. შრომები ეხება – ვეგეტატიური ფუნქციების ცენტრალურ სარეგულაციო მექანიზმებს. გ. არის ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგთა საზ-ბის წევრი (1996-იდან).

თხზ .: Значение хемосенситивности церебральных структур в регуляции некоторых обменно-вегетативных сдвигов, Тб., 1994.



გომელაური ნიკო (ნიკოლოზ) გიორგის ძე

ნ. გომელაური (1970–2010).

(12. VII. 1970, თბილისი, – 13. IV. 2010, იქვე), მსახიობი, პოეტი. 1992 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იყო თავისუფალი თეატრისა და ა. გრიბოედოვის სახ. რუსული დრამ. თეატრის წამყვანი მსახიობი. თავისუფალ თეატრში მონაწილეობდა შემდეგ სპექტაკლებში: "კომედიანტები", "ძმები", "იდიოტოკრატია", "კავკასიური ცარცის წრე", "ჰამლეტი", "ჯინსების თაობა", "ტელემისტერია", "ბავშვის თვალებით", "ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" და სხვ.; ა. გრიბოედოვის სახ. თეატრში: "მე, ბულატ ოკუჯავა", "ხანუმა", "ცხოვრება მშვენიერია", "იცხოვრე და გახსოვდეს", "ოსტატი და მარგარიტა", "ორი წყვილი, ანუ ვინ არის ჩარლი", "რუსული ბლუზი", "სიზმრები საქართველოზე", "მისტიფიკატორი" და სხვ. გადაღებულია კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში. გ-ის პოეზია გამოირჩევა გამოსახვის თავისებური სტილითა და მანერით. პოეტმა მკითხველის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. გ-ის პოეტური კრებულები: "2-ჯერ 6 საკაიფო ლექსი" (2000), "ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა" (2003), "უაზრო ლექსი" (2004), "უბის ლექსი" (2008), "ახალი ლექსი" (2010), "...ოცნებები მცნებებივით ირღვევიან..." (2011). 2011 გამოვიდა მხატვრულდოკუმენტური ფილმი "ნიკო... აპლოდისმენტები" (რეჟ. გ. ბერიძე). გ. იყო კ. მარჯანიშვილის სახ. პრემიის (2003), ბრესტისა (2004) და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო (ტრაპიზონი, 2006) თეატრალური ფესტივალების ლაურეატი. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში






გომელაური ნიკოლოზ გიორგის ძე

ნ. გომელაური (1907–1977).

[15 (28). IV. 1907, სოფ. მირზაანი, სიღნაღის მაზრა, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 24. V. 1977, თბილისი], მეტალურგი. პროფესორი (1972). საქართვ. დამს. ინჟინერი. 1930 დაამთავრა ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინტი. მუშაობა დაიწყო იქვე. იყო სამთო-მექან. ფაკ-ტის დეკანი (1931–33), მინერ. ნედლეულის ინ-ტის ამიერკავკ. ფილიალის გამდიდრების ლაბორ. გამგე (1932–37), ტრესტ "ჭიათურმანგანუმის" სისტემაში მშენებლობების უფროსი (1937–41), რუსთავის მეტალურგიული ქ-ნის დირექტორი (1944–57), საქართვ. სახ. მეურნ. საბჭოს თავ-რე (1963–65), საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე (1965–70), მინერ. ნედლეულის კავკ. ინტის დირექტორი (1970–77). მისი ძირითადი შრომები ეხება სპილენძ-მოლიბდენის მადნების სელექციური ფლოტაციისა და კომპლ. გამოყენების, აგრეთვე მანგანუმის ღარიბი მადნებისა და შლამის გამდიდრებაგამოყენების საკითხებს. რუსთავის მეტალურგიული ქ-ნის მილსაგლინავი აგრეგატის ა ვ ტ ო მ ა ტ ი ზ ა ც ი ი ს ა თ ვ ი ს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია (1962). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.








გომელაური ნიკოლოზ ვლადიმერის ძე

(18. XI. 1918, სიღნაღი, – 11. XI. 1961, თბილისი), კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1958). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1942). მისი პედაგოგები იყვნენ დ. ციციშვილი , ბ. შებუევი, ა. ფიცხელაური , ზ. პ. მაისურაძე . 1942–44 გ. სიღნაღის დრამ. თეატრის მთ. მხატვარი იყო. 1947-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. 1945-იდან მონაწილეობდა მხატვართა საერთაშ. გამოფენებში (კერამიკოსთა საერთაშ. გამოფენა, ჟენევა, 1945). გ. ქართ. პროფესიული კერამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან ქართ. კერამიკა გაამდიდრა ახ. ტექ. პროცესებით, შეისწავლა ბრინჯაოსა და ანტ. ეპოქის კერამიკა, რ-იც შემოქმედებითად გამოიყენა თავის საქმიანობაში. გ. ძირითადად ქმნიდა დეკორ. ლარნაკებსა და კერამ. ქანდაკებებს. ნამუშევრები: ფიალები (1953), ყვავილების ლარნაკი (1958), ჭინჭილა (1960), დოქი (1961) და სხვ. გ-ის შემოქმედებამ გარკვეული როლი ითამაშა ქართ. მხატვრული პროფესიული კერამიკის განვითარების საქმეში. ნ. კიკნაძე.