გომერის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქედი ქვემო ქართლში, მდინარეების ალგეთისა (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) და ჭივჭავას (ხრამის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი, გამოეყოფა ბედენის ქედს სამხრ. მიმართულებით. აგებულია ცარცული ვულკანოგენური ფაციესის კირქვებით, მერგელებით, იშვიათად – სხვადა სხვა შედგენილობის ვულკანოგენური ქანებით. ჩრდ. ნაწილში ქედის კალთები საკმაოდ დახრილი და დასერილია. ქედის სიმაღლე ზ. დ. 1800 აღწევს, სამხრ.- აღმ-ით თანდათან დაბლდება (მთები გომერი – ზ. დ. 1458 და სამება – ზ. დ. 1199 ). დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით. დ. უკლება