გომეწარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), გუდამაყრის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. მაღაროსხევის (ფშავის არაგვის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას, 95 გომეწრის ხეობაში. ზ. დ. 1300 , დუშეთიდან 41 კმ . 135 მცხ. (2002). სოფლის შუაში, მდინარის მარცხ. მხარეს, მთის კალთის მცირე შევაკებაზე, დგას XVIII ს. მიწურულს აგებული ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. სოფელთან ახლოს, საყდართგორად წოდებულ ადგილზე მდებარეობს VIII–IX სს. პატარა დარბაზული ეკლესია. გ-სა და გომეწრის ხეობაზე გადიოდა თიანეთისა და მთიულეთგუდამაყრის დამაკავშირებელი გზა. ხეობის თავში შემორჩენილია ადრინდ. შუა საუკ. დროინდელი ციხეები: ყელყვითელას ციხე, რ-იც თიანეთიდან და მთიულეთ-გუდამაყრიდან გადმომავალ გზას იცავდა, და სიმაგრეულას ციხე, რ-იც დარაჯობდა ხორხის ხეობიდან მომავალ გზას. ყელყვითელას ციხეზე 1944 ნაპოვნია ქვაზე ამოკვეთილი X ს. იურიდ. დოკუმენტი.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004. გ. ბაგრატიონი . მ. ბალიაური. ჯ. გვასალია.