გომეწრის ხეობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეობა თუშეთში, მდ. თუშეთის ალაზნის აუზში. იწყება აწუნთის ქედის აღმ. კალთიდან (ზ. დ. 2800–2900 ) და აღწევს სოფ. ომალოს მიდამოებამდე (ზ. დ. 1600 ). მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და მაკრატელას ქედის კალთებს შორის. გ. ხ. მაკრატელას ქედით გამოყოფილია პირიქითის ალაზნის ხეობისაგან. აგებულია იურული ფიქლებით. ჭარბობს რელიეფის ეროზიული ფორმები, რ-თა ჩაჭრის სიღრმე 1500–2700 -მდეა. 2600 - ზე მაღლა რელიეფის ეროზიულ ფორმებთან ერთად გვხვდება ძველმყინვარული ფორმები (მორენები, ცირკები, კარები). ხეობის ქვემო კალთებზე არის ფიჭვის, არყის და ცირცელის ტყეები, ზემოთ – სუბალპ. და ალპ. მდელოები. ჭ. ჯანელიძე.