გომი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), მტკვრის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ნიაბი). ზ. დ. 550 , კასპიდან 14 კმ , მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 7 კმ . 1,0 ათ. მცხ. (2002). გ. პირველად იხსენიება XIV ს-ში. 1398 მეფე ალექსანდრემ შეწირულობა განუახლა სვეტიცხოველს. 15 59 მეფე სიმონმა გ-ის შეწირულობისა და თარხნობის წიგნი განუახლა სვეტიცხოველს. 1561 მან გ. სამოურავოდ გადასცა პაპუნა მაღალაძეს. 1619 კათოლიკოსმა ქრისტეფორემ გ. გიორგი მიწობლიძეს უბოძა სამოურავოდ, ხოლო 1624 – მაღალაძეებს. 1691 ნიკოლოზ კათოლიკოსმა გ-ში დადგა მარანი და საწნახელი. 1692 ერეკლე I-მა გ. სამოურავოდ რევაზ მაღალაძეს გადასცა. XVII ს-ში გ-ს ეწერა 31 სახასო მოლაშქრე. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) გ-ს მოიხსენიებს თეძმის ხეობის სოფელთა სიაში. გ-ში არის გვიანდ. ფეოდ. ხანის ციხე, მარიდაანთ კოშკი და ნათლისმცემლის ეკლესია. ჯ . გვასალია.



გომი

სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის თემში (გურიის მხარე), მდ. ბჟუჟის (ნატანების მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 250 , ოზურგეთიდან 9 კმ . 462 მცხ. (2002). გ-ს მოიხსენიებს ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.). სოფელში არის წმ. გიორგის ეკლესია (XVI ს.).



გომი

სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), კედელას ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. გომრულის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ჯინჭვისი). ზ. დ. 1160 მ , ონიდან 16 კმ . 84 მცხ. (2002). სოფელში შემორჩენილია შუა საუკ. ეკლესიის "დოშვერა მთავარანგელოზის" ნანგრევები.



გომი

სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს, ხაშური – ქარელის სარკინიგზო და საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., აგარები, დიდი სატივე, ვაყა, პატარა სატივე, ქვემო აძვისი, ხიდისყური). ზ. დ. 640 , ხაშურიდან 12 კმ. 1,4 ათ. მცხ. (2002). სოფელში ფუნქციონირებს სააქციო საზ-ბა "გომის სპირტისა და არყის კომპანია ". გ. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) ძამის ხეობის სოფელთა სიაში. შედიოდა საციციანოს შემადგენლობაში. 1865 გ. თავისი 90 კომლით ხიდისთავის უბნის გომის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლის დას-ით, სასაფლაოზე, დგას ნატეხი ქვით ნაგები აგარების დარბაზული ეკლესია. კონქში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. სოფლის აღმ-ით 1 [კმ]]-ზე, სასაფლაოზე, ქვიშაქვის კვადრებით ნაგები ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიაა. ორივე ეკლესია თარიღდება გვიანდ. შუა საუკუნეებით. სოფლის აღმ-ით 1 კმ-ზე არის ასევე კოშკის ნაშთი. დ. სვანიძე. ჯ. გვასალია. შ. საღარაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გომი&oldid=700-დან“