გომიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (15. VII. 1911, ახლანდ. დაბა სტეფანწმინდა, – 13. III. 1997, თბილისი), პოეტი. დაამთავრა თსუ (1933). 1938–40 იყო ჟურნ. "მნათობის" პოეზიის განყ-ბის გამგე, 1946–50 – საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის პ/ მგ მდივანი, 1951–64 – საქართვ. ლიტფონდის დირექტორი, 1967-იდან – გამომც. "ცოდნის" დირექტორი, 1971–87 – წიგნის პალატის დირექტორი. მისი პირველი ლექსი "მთის ბალადა" ჟურნ. "ქართულ მწერლობაში" გამოქვეყნდა 1929, პირველი პოეტური კრებ. "ამხანაგმა მთამ აიღო სიტყვა" – 1931. ომის თემაზე დაწერილი აქვს ლექსები: "ქართველო, ხელი ხმალს იკარ!" (1943), "დასაწყისი განთიადისა" (1946), "მშვიდობის ჯარისკაცი" (1950) და სხვ. პატრ. მოტივს ეძღვნება მისი არაერთი ლექსი და პოემა: "დავითიანი დაღესტანში" (1953), "ხევის პატარძალი" (1955), "ადგილის დედა" (1956), "ამბავი სამასი არაგველისა" (1958) და სხვ. გ-ის პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია "ანდეზიტის სიმღერა" (1932), "ლექსები" (1933, 1937, 1978), "დარიალი" (1940), "ბალადები" (1946, 1958), "ლექსები და ბალადები" (1960), "ძვლები და კლდეები" (1964), "ფიცი" (1976) და სხვ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ .: თხზულებანი, ტ. 1, თბ., 1972; რჩეული, თბ., 1969 (გამოც. მე-2, 1983).

ლიტ .: კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე გ., ალექსანდრე გომიაშვილის ბალადები, «მნათობი », 1958, #11; ნ ა ტ რ ო შ ვ ი ლ ი გ., ალექსანდრე გომიაშვილის პოეზია, მის წგ.: თხზულებანი, ტ. 2, თბ., 1976.



გომიაშვილი

ა. მ. გომიაშვილი.
ა. მ. გ ო მ ი ა შ ვ ი ლ ი – ოსტაპ ბენდერი, ს. ფ ი ლ ი პ ო ვ ი – კისა ვორობიანინოვი, კადრი ფილმიდან "თორმეტი სკამი".

არჩილ მიხეილის ძე (13. III. 1926, ჭიათურა, – 31. V. 2005, მოსკოვი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1966). სწავლობდა მოსკოვში ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახ. სკოლა- სტუდიაში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1944-იდან თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრში. რამდენიმე სეზონი იმუშავა სოხუმისა და გორის, წლების მანძილზე კი – თბილ. კ. მარჯანიშვილისა და ა. გრიბოედოვის სახ. თეატრებში. 1971-იდან მუშაობდა მოსკ. ლენინური კომკავშირის სახ. თეატრში. სცენაზე შესრულებული აქვს 100-მდე როლი, მ.შ. გამოირჩევა არმანი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ალდემარო (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი"), ვიქტორი (ლ. ზორინის "ვარშავული მელოდიები"), ლაითაძე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ბარონი (მ. სტეგლიკის "სოფლური სიყვარული"), მარტ ტუისკი (ე. რანეტის "გზააბნეული შვილი"), ვასკა პეპელი (მაქსიმ გორკის "ფსკერზე"), კეისარი (ბ. შოუს "კეისარი და კლეოპატრა") და სხვ. თეატრში მუშაობის პარალელურად წლების მანძილზე კონცერტებს მართავდა სსრკ ქალაქებში. დადგა პანტონიმა "სასაცილო და ნაღვლიანი ნოველები". 1961-იდან იღებდნენ კინოში. როლები: ზურაბი ("თხუნელა", 1962), კოსტაია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), ოსტაპ ბენდერი ("თორმეტი სკამი", 1971, "მოსფილმი"), ნუგზარ პაპაშვილი ("მიმინო", 1977, "მოსფილმი"), ეროშკა ("კავკასიური ამბავი", 1978), აშრაფი ("სიყვარულო და სევდავ ჩემო", 1979, "მოსფილმი" და თურქ. "ტუგრა-ფილმი"), ანტონიო ("სპილენძის ანგელოზი", 1984, მ. გორკის სახ. კინოსტუდია), სკაპენი და რეჟისორი ("სკაპენის ოინები", 1985), პაშა ფოკინი ("ჩემი საყვარელი ჯამბაზი", 1986, "მოსფილმი") და სხვ. გ. გამოირჩეოდა მკაფიო ინდივიდუალობით, სცენური მომხიბვლელობითა და იუმორით. ა. გვენცაძე.