გომისციძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუმბათისებრი მთა მესხეთის ქედზე, მდ. გუბაზეულის (სუფსის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 2380 . აგებულია დისლოცირებული, შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი და მასიური ტუფ-ბრექჩიებით. გ-ის კალთების ქვემო ნაწილში წიფლნარ- მუქწიწვოვანი ტყეა, ზემოთ – სუბალპ. მდელოები. დ. უკლება .