გომის მთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლიმატური კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის მთისწინეთში. ზ. დ. 2000 მ, ოზურგეთიდან 14 კმ . მცენარეულობა – წიწვიანი ტყეები (კავკასიური ნაძვი, სოჭი). კლიმატი – შუამთის (ზედა სარტყელი), ზაფხული – ზომიერად გრილი (აგვ. საშ. ტემპ-რა 13°С). ზამთარი რბილი, უხვთოვლიანი (იანვრის საშ. ტემპ-რა –5°C). ნალექების საშ. წლ. რაოდენობა 1600 მმ . ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 75%. სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი გაჯერებულია წიწვის არომატით.