გომღისმაღალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა მდინარეების ასისა და არღუნის წყალგამყოფ ხევსურეთის ქედზე, სოფ. შატილის სამხრ.-დას-ით და უღელტეხილ ისართღელის სამხრ-ით, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3740 . აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. აღმ. კალთაზე (არღუნის აუზში) მცირე მყინვარებია. დამახასიათებელია სუბალპ. და ალპ. ლანდშაფტები. ლ. მარუაშვილი.