გონა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ონის მუნიციპალიტეტის ღების თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ჩვეშურის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1680 , ონიდან 39 კმ . 2 მცხ. (2002). 1934–56 მუშავდებოდა ვოლფრამისა და მოლიბდენის საბადოები. სოფლის მახლობლად, მდ. ჩვეშურის მარჯვ. ნაპირას, დგას შუა საუკ. მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია. შიგნით და გარედან იგი შემოსილია სუფთად გათლილი შირიმის ქვით. ყურადღებას იქცევს ძეგლის თავისებურება – შიდა სივრცე მთლიანად ცილინდრული კამარითაა გადახურული, ე. ი. კონქი არა აქვს და საკურთხეველი გამოყოფილია მხოლოდ პილასტრებით. შეკეთებულია XIX ს. დასასრულს. მ. დვალი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გონა&oldid=715-დან“