გონგლიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მ. გონგლიაშვილი ფორტეპიანოსთან.

მედეა სიმონის ასული (10. I. 1933, თბილისი, – 23. II. 2012, იქვე), პიანისტი, ესტრადის კონცერტმაისტერი. საქართვ. სახ. არტისტი (1984). 1951 დაამთავრა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრ. სამუსიკო სკოლა. 1956 – თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (გეოფიზიკოსის სპეციალობით). 1956– 68 მუშაობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში ფიზ. კათედრაზე. პარალელურად, როგორც პიანისტი, უკრავდა ამავე ინ-ტის საესტრადო ორკესტრში (ხელმძღვ. ი. ტუღუში ). 1961-იდან მუშაობდა სხვადასხვა საესტრადო მომღერალთან კონცერტმაისტერად. 1968-იდან საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის კონცერტმაისტერია. ძირითადად მუშაობდა ნ. ბრეგვაძესთან. მასთან ერთად საგასტროლოდ იმოგზაურა სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ. მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი პროფ. კულტურით, რბილი, ფაქიზი ჟღერადობით, ნაწარმოების არსში ღრმა წვდომით, მომღერალთან სანიმუშო თანახმიერებით. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მოსკ. VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1957).