გონდაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დ. გონდაური.

დავით ბაქარის ძე (23. I. 1921, თბილისი, – 9. III. 2002, იქვე), პედაგოგი. საქართვ. სახალხო მასწავლებელი (1990). 1937–41 სწავლობდა თსუ-ის ფიზ.- მათ. ფაკ-ტზე. 1953 დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი. 1941-იდან მუშაობდა მათ. მასწავლებლად სკოლაში, რ-საც იმხანად მე-4 სანიმუშო საშ. სკოლა ერქვა, შემდეგ იგი გადაკეთდა ჯერ ვაჟთა 24-ე, შემდეგ 77-ე სკოლად, ხოლო 1990-იდან – გ. კობახიძის სახ. მე-5 გიმნაზიად. 1970–90 ატარებდა ტელეგაკვეთილებს (გადაცემათა რუბრიკები: "მათემატიკა მოსწავლეთათვის" და "მასწავლებლის საათი"), კითხულობდა ლექციებს მათემატიკასა და მათ. სწავლების მეთოდიკაში. "წლის საუკეთესო მასწავლებლის" კონკურსებში მრავალგზის გამარჯვების გამო ეს წოდება მუდმივად მიენიჭა.

თხზ .: ვექტორები გეომეტრიის სასკოლო კურსში, კრ.: მათემატიკის სწავლების საკითხები სკოლაში, თბ., 1967; საზრიანობა და ხარვეზები მოსწავლეთა პასუხებსა და წერით ნამუშევრებში, თბ., 1985.

ლიტ .: ა ლ ა ვ ე რ დ ა შ ვ ი ლ ი გ., პედაგოგიური შრომის ოსტატები, თბ., 1966.