გონიკიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ გიორგის ძე (დ. 28. XII. 1924, სოფ. ზეკოტა, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1999). 1953 დაამთავრა მოსკოვის პედ. ინსტიტუტის ისტ. ფაკ-ტი. 1954-იდან მუშაობდა საქართვ. კპ ცკ-თან არსებულ რესპუბლიკურ პარტიულ სკოლაში. 1959-იდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტში სხვადასხვა სამეცნ. 99 თანამდებობებზე. გ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო გვარის საქმიანობა. მისი კვლევები ეძღვნება როგორც რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე პერიოდს, ისე შემდგომ ხანას. რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა ჩრდ. კავკასიის ხალხთა ისტორიას. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და 5 მონოგრაფია. გ. არის II მსოფლიო ომის ვეტერანი, მინიჭებული აქვს საქართვ. დამსახურებული ბიბლიოგრაფის წოდება (1971), იაკობ გოგებაშვილის სახ. პრემია (2006). დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებით.

თხზ .: იმერეთის სამეფო XVIII–XIX სს. მიჯნაზე, თბ., 1964; საგლეხო-საადგილმამულო რეფორმა თერგის ოლქში, თბ., 1984; ბაგრატიონთა გადასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, ნაწ. I, თბ., 1986, ნაწ. II, თბ., 2002