გონიო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ძვ. გ ო ნ ი ა), სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), მდ. ჭოროხის მარცხ. მხარეს, შავი ზღვის ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ავგია, ახალსოფელი, კვარიათი). ზ. დ. 30 , ხელვაჩაურიდან 10 კმ . 2,9 ათ. მცხ. (2002). სოფელშია სასტუმროები; ძვ. ციხესიმაგრე (იხ. სტ. გონიოს ციხე ). გ. პირველად მოხსენიებულია XIV ს. ტრაპიზონელი მემატიანის მიქელ პანარეტოსის "ტრაპეზუნდის ქრონიკაში". ერთხანს იტალ. ქალაქ-რესპ. გენუის სავაჭრო ფაქტორია იყო. 1547 გ. ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში დარჩა 1878-მდე. რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად 1878 გ. საქართველოს დაუბრუნდა. ა. ცინცაძე. ი. სიხარულიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გონიო&oldid=724-დან“