გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდებარეობს სოფ. გონიოსთან (აჭარის არ). დაარსდა 1994; მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხესა და მის მიმდებარე ტერიტორიას (საერთო ფართ. 4,75 ჰა , საექსპოზიციო – 156 მ 2 ), სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა (მაკედონიის მეფის ანტიგონა გონატას მონეტა, ძვ. წ. III ს.; სინოპური კერამიკა). აღმოჩენილია საზ. დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები, ჰიდრავლიკურხსნარიანი იატაკისა და კრამიტის ნიმუშები. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი , რ-იც ძირითადად უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება (აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. სახელმწ. მუზეუმი). მუზეუმ- ნაკრძალში დაცულია 17 ათ. ექსპონატი. გ.-ა. მ.-ნ-ის პარტნიორი ორგანიზაციებია საქართვ. არქეოლ. კვლევის ცენტრი, იენის უნ-ტი.