გონის წმინდა გიორგის ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გონის წმინდა გიორგის ეკლესია. XI ს. (რესტავრაციამდე).

XI ს. ეკლესია მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორხვის მახლობლად. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი შირიმის კვადრებით. აღმ-ით გეგმით ნახევარწრიული, კონქით დასრულებული აფსიდი აქვს. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. გარედან სამხრეთის სარკმლის ზღუდარზე, ფონის ჩაღრმავებით გამოყვანილია სამი, წრეში ჩასმული ჯვრის რელიეფური გამოსახულება. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის ფრაგმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩუქურთმებითა და რელიეფებით შემკული ხუთთაღიანი კანკელი, რ-იც ამ ტიპის ძეგლებს შორის საყურადღებო ნიმუშია. ეკლესიას დას-ით ჰქონდა მინაშენი. 2006–07 ჩატარდა ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები.

ლიტ :. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ბ ა ნ ძ ე ლ ა ძ ე ი., ს უ რ ა მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი მ., ჭ უ რ ღ უ ლ ი ა ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983.