გორა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ი ხ ა გ უ ძ უ ბ ა, დ ი ხ ა ზ უ რ გ ა, ნ ა ც ა რ გ ო რ ა, თ ე ლ ი, თ ე ფ ე, გ ო რ ა ს ა მ ა რ ხ ი (ყ ო რ ღ ა ნ ი), არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ-ერთი უძველესი სახეობა, რ-საც ბორცვის, გორის ფორმა აქვს მიღებული, ან ბუნებრივ გორაზე მდებარეობს. ერთი მოსაზრებით, გ. უნდა ყოფილიყო გვაროვნული საზოგადოების დროინდელი გვარის სამოსახლო (ნ. ბერძენიშვილი); სხვა მოსაზრებით, უძველეს გ-ზე სახლობდნენ საერთო წარმოშობის, საგვარეულოს დიდი ან მცირე მონოგამური ოჯახები. გ-ზე, მისი ხანგრძლივად ფუნქციონირების გამო (ძვ. წ. VII–I ათასწლ.), შეიძლებოდა ეცხოვრა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სახელმწ. დონეზე მდგომ სასოფლო თემსაც (გ. მინდიაშვილი). გ-ების გაჩენა დაკავშირებულია ადამიანის მწარმოებლურ, განსაკუთრებით სამიწათმოქმედო საქმიანობაზე გადასვლასა (ნეოლითი) და ერთ ადგილზე ხანგრძლივ ცხოვრებასთან. დასახლების მჭიდრო, შეჯგუფებული ხასიათი ნაკარნახევი იყო თავდაცვის აუცილებლობით. ერთ ადგილას დიდხანს ცხოვრების შედეგად სხვადასხვა დროის საცხოვრ. და სხვა ნაგებობათა ნანგრევები ერთიმეორეს ემატებოდა და ვაკე ადგილებში თანდათან იწვევდა გ-ების, ნაცარგორების, თელების გაჩენას (შულავრის გორა, იმირის გორა, არახლოს გორა და სხვ.) (ა. აფაქიძე). გ-ებად დასახლება საფუძველს უყრიდა საქართვ. ისტორიული "ქვეყანაების" ჩამოყალიბების პროცესს (ნ. ბერძენიშვილი).

ლიტ. : ა ფ ა ქ ი ძ ე ა., გორა, გორანამოსახლარი, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., ერთი ფურცელი ისტორიულ- გეოგრაფიული დღიურიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1; მ ი ნ დ ი ა შ ვ ი ლ ი გ., გორანამოსახლართა სოციალური ბუნებისათვის, «მაცნე». ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1980, #4. ა . აფაქიძე. გ. მინდიაშვილი.



გორა

გ ო რ ო, მარცვლეულისა და სითხის საწყაო XVI–XVIII სს. ლეჩხუმში. ტევადობა – საშუალოდ 32 . გ. დღესაც გვხვდება ლეჩხუმის ეთნოგრ. ყოფაში.

ლიტ .: ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973. გ. ჯაფარიძე.



გორა

სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის საკირის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ლოქის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ფინეზაურის (მაშავრის აუზი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1360 მ, დმანისიდან 25 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 30 კმ. 38 მცხ. (2002). გ-ში დგას ძველი, მოგვიანებით განახლებული ღვთისმშობლის ეკლესია, მის მახლობლად – ბერძნების მიერ XIX ს-ში აგებული წმ. ილიას ეკლესია. გ-ის ახლანდ. ბერძნ. მოსახლ. წინაპრები XIX ს-ში გადმოსახლდნენ არზრუმის მხრიდან (თურქეთი). დ. ბერძენიშვილი.



გორა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა გორისა და ქვედა გორის გავრცელებული სახელწოდება. აქ ადამიანს ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. გ. დატანილია იტალ. მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 შედგენილ რუკაზე. შემორჩენილია ფეოდ. ხანის ორი ციხის ნანგრევები. იხ. აგრეთვე გორას განძი . თ. ბერაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გორა&oldid=736-დან“