გორაბერეჟოული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), სუფსის დაბლობზე, მდ. სუფსის მარცხ. ნაპირას. სათავო სოფელი. ზ. დ. 140 , ჩოხატაურიდან 5 კმ , საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 24 კმ . 766 მცხ. (2002). სახელწოდება გ. მიღებულია ორი სოფლის – გორასა და ბერეჟოულის სახელთა გაერთიანებით. ადამიანს აქ ჯერ კიდევ წინაანტ. ხანაში უცხოვრია. გ-ში შემორჩენილია ციხე-გალავანი (XVII ს. მიწურული) და ეკლესია (XIX ს.). ი. სიხარულიძე.