გორაკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის თემში 101 (შიდა ქართლის მხარე), შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. ლეხურის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 840 , კასპიდან 15 კმ . 86 მცხ. (2002). გ-ის თავში ნამოსახლარია, სადაც აღმოჩენილია ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კერამიკა. უძველეს ხანაში ეს ადგილი ლეხურის ხეობის ცენტრი ყოფილა. შემდგომ მის მახლობლად გაჩენილა ხეობის ახ. ცენტრები – სხვილოს ციხე (განვითარებული შუა საუკ.) და ქვემო ჭალა. ჯ. გვასალია