გორანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 8,6 კმ, აუზის ფართ. 24,8 კმ 2. სათავეს იღებს ქართლის ქედის აღმ. კალთაზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. ერთვის რამდენიმე შენაკადი. საშ. წლ. ხარჯი 0,4 მ 3/წმ. ი. აფხაზავა.


გორანა

სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ერწოს ქვაბულის ჩრდ.-დას. კიდეზე, მდ. აძეძის (ივრის მარჯვ. შენაკადი) ზემო აუზში. ზ. დ. 1100 , თიანეთიდან 28 კმ. 293 მცხ. (2002). სოფლის დას-ით დგას გვიანდ. შუა საუკუნეების 4 დარბაზული ეკლესია და ამავე პერიოდის პატარა კოშკი.


გორანა

სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოჭბაანის თემში (კახეთის მხარე), იალნოს ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ივრის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1000 , საგარეჯოდან 50 კმ . 124 მცხ. (2002).


გორანა

სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტის თავისუფლების თემში (აფხაზეთის არ), მდ. ბესლეთის ზემო დინების აუზში. ზ. დ. 320 , სოხუმიდან 5 კმ . 104 მცხ. (1989).