გორას განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძვ. წ. XIII–XII სს. კოლხური კულტურის დამახასიათებელი ბრინჯაოს ხანის განძი, აღმოჩენილი სოფ. გორაში (ვანის მუნიციპალიტეტი). შედგება ბრინჯაოს 12 სეგმენტისებური იარაღის, 5 თოხის, კოლხური ცულის, კოლხური ცულის ნატეხების, ნამგლის ნატეხისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან. დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწ. ისტ. მუზეუმში.

ლიტ .: ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965. ლ. ფანცხავა.