გორაფის ტბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყ ვ ა რ ა შ ი ს ტ ბ ა, ტბა დას. საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ჩხალთის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, ზ. დ. 2175 . ტბის ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ კარს. ზედაპირის ფართ. 0,08 კმ 2 , აუზის ფართ. 2,8 კმ 2 . მაქს. სიღრმე 15,6 , საშ. – 7,7 . საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, ტბიდან გაედინება მდ. ყვარაში (ჩხალთის მარჯვ. შენაკადი). ზაფხულში ზედაპირზე წყლის ტემპ-რა 15–16°C-ია. ზამთარში რამდენიმე თვე იყინება. ტბაში გავრცელებულია კალმახი. ყვარაშის ტბა შეტანილია "საქართველოს წითელ წიგნში". ი. აფხაზავა.