გორბაჩოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ ნიკიფორეს ძე (12. III. 1917, თბილისი, – 6. VIII. 1955, ქ. ჟდანოვი), საბჭოთა კავშირის გმირი (13. III. 1944). გაიზარდა თბილისში. 1938 გაიწვიეს საბჭ. არმიის რიგებში. 1940 დაამთავრა სამხ.-საავიაციო სასწავლებელი და დაინიშნა კიევში დისლოცირებული შორსმოქმედი ესკადრილიის მფრინავად. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ლენინგრადთან, სტალინგრადთან, ვორონეჟთან. შეასრულა 250-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ სამხ. სამსახურში იყო. 1951-იდან კი – სამოქალაქო ავიაციაში მსახურობდა. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. ტ. ჩინჩილაკაშვილი.




გორბაჩოვი

მ. ს. გორბაჩოვი.

მიხეილ სერგეის ძე (დ. 2. III. 1931, სოფ. პრივოლნოე, კრასნოგვარდეისკოეს რ-ნი, სტავროპოლის მხარე, რფ), სსრ კავშირის პრეზიდენტი (1990– 91). დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1955), სტავროპოლის სას.-სამ. ინ-ტი (1967). სხვადასხვა დროს 103 იყო სკკპ სტავროპოლის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი (1970–78), სკკპ ცკ-ის მდივანი (1978–85), პოლიტბიუროს წევრი (1980–91), სკკპ ცკ-ის გენ. მდივანი (1985–91), სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა (1988–89) და უმაღლესი საბჭოს (1989–90) თავ-რე. 80-იანი წწ. შუა ხანებიდან სათავეში ჩაუდგა საბჭ. საზ-ბის გარდაქმნის პროცესს, დიდი წვლილი შეიტანა დემოკრატიულობის ელემენტებისა და საჯაროობის დამკვიდრებაში, საერთაშ. უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავებაში, დას. ქვეყნებთან კონფრონტაციის შეწყვეტასა და "ცივი ომის" დამთავრებაში. 1991 დეკ-ში გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. 1992 იანვრიდან არის სოც.-ეკონ. და პოლიტოლოგიური კვლევების საერთაშ. საზოგადოებრივი ფონდის (გორბაჩოვი-ფონდი) პრეზიდენტი. არის მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი (1990), მრავალი ჯილდოს კავალერი. იხ. აგრეთვე სტ. [[ცხრა აპრილი 1989]].