გორგასლიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია. შეიქმნა 1953. მასში თავდაპირველად გაერთიანებული იყო სულ 4 მოზარდი: [[ზ. გამსახურდია]] , მ. კოსტავა , ა. მიქაძე და ვ. სიხარულიძე. 1959-ისათვის "გ." 9 წევრისაგან შედგებოდა. დაემატნენ: გ. დოჩანაშვილი , თ. მეტრეველი, თ. ცერცვაძე, თ. გუნჯუა და გ. სხირტლაძე. არალეგალურმა ჯგუფმა თავისი საქმიანობა ანტისაბჭოთა პროკპროკლამაციების გამოშვებით დაიწყო. "გ." პარტიზანული ბრძოლისათვისაც კი ემზადებოდა. შეიმუშავეს სათანადო გეგმა და მცირეოდენი იარაღიც შეიძინეს. ორგანიზაციის საქმიანობა განსაკუთრებით გააქტიურდა 1956 წ. 9 მარტის ტრაგედიის შემდეგ. ჯგუფის თითქმის ყველა წევრი 15 დეკემბერს დაიჭირეს. გ. დოჩანაშვილი და გ. სხირტლაძე კი მოგვიანებით დააპატიმრეს. "გ-ის" წევრთა დაპატიმრებიდან 5 თვის შემდეგ, 1957 წ. 3–5 აპრილს, თბილისში საჯარო სასამართლო სხდომა გაიმართა, რ-მაც ორგანიზაციის წევრები ანტისაბჭოთა საქმიანობაში დამნაშავედ ცნო და 3-იდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაგრამ სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი გარემოებანი და მსჯავრდებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდა.