გორგაძეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალის თემში (აჭარის არ), მესხეთის ქედის დას. კალთის ძირას, მდ. ჩაქვისწყლის (ერთვის შავ ზღვას) მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 240 , ქობულეთიდან 24 კმ. 1,5 ათ. მცხ. (2002).



გორგაძეები

სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვ. შენაკადი) ზემოთში. ზ. დ. 1450 , ხულოდან 16 კმ . 522 მცხ. (2002). სახელი უწოდეს გორგაძეების საგვარეულოს მიხედვით.