გორგიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრა დავითის ასული (8. VI. 1928, სოფ. მანდიკორი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 23. V. 1985, თბილისი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1984). დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი (1950). 1956–80 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ბოტანიკის ინ-ტში სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე, 1979–80 იყო ამავე ინ-ტის კულტ. ფლორის განყ-ბის გამგე, 1980 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ბოტანიკის კათედრის გამგე, 1984-იდან გარდაცვალებამდე – ამავე ინ-ტის პრორექტორი სამეცნ. დარგში. გ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებები: ზოგადი გენეტიკა, კულტ. მცენარეების სახეთა და ფორმათა წარმოქმნისა და ევოლ. საკითხების შესწავლა, სისტემატიკა, პალეოეთნობოტანიკა, რადიობიოლოგია. გ-ს მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია საბუნებისმეტყველო მეცნ. დარგში (1990).

ლიტ .: ალექსანდრა გორგიძე. ბიობიბლიოგრაფია. შემდგ. ე. გუგავა და სხვ., თბ., 2001. ი. ჯაფარიძე.



გორგიძე

ა. ი. გორგიძე.

ალექსი იასონის ძე (17. V. 1907, ქუთაისი, – 17. XII. 1992, თბილისი), მათემატიკოსი და მექანიკოსი. პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998, გარდაცვ. შემდეგ). დაამთავრა თსუ (1928). 1929-იდან იყო საქართვ. ტექ. უნ-ტის თანამშრომელი, 1938-იდან – თეორიული მექანიკის კათედრის გამგე და პროფესორი. იყო საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1933), 1940–54 – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე, თსუ-ის დოცენტი, პროფესორი (1935–92), საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე (1944–48), საქართვ. მათემატიკოსთა საზ-ბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდიუმის წევრი, სსრკ თეორიული მექან. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1977–92), ამიერკავკასიის თეორიული მექან. სამეცნ. მეთოდური საბჭოს თავ-რე (1977–92). გ-ის ძირითადი შრომები ეხება დრეკადობის თეორიის, თეორიული მექან., გამოთვლითი მათ. საკითხებს, მეცნიერებისა და ტექ. ისტორიას და სხვა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1993 საქართვ. საინჟინრო აკადემიამ დააარსა ა. გორგიძის სახ. პრემია.

თხზ. : თეორიული მექანიკა, წგ. 1–2, თბ., 1990–91; თეორიული მექანიკის კურსი. დინამიკა, თბ., 1997; Некоторые обобщения задач кручения и изгиба составных брусьев, Тб., 2001; К истории развития механики в Грузии, Тб., 2001.

ლიტ. : ბ ო ხ უ ა თ., საუბრები პროფესორ ალექსი გორგიძესთან, თბ., 1997.





გორგიძე

დავით ალექსის ძე (დ. 9. II. 1944, თბილისი), მექანიკოსმათემატიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000), საერთაშ. და საქართვ. საინჟინრო აკადემიების ნამდვ. წევრი (2003), საქართვ. საინჟინრო აკადემიის მექანიკისა და გამოყენებითი მათ. განყ-ბის აკად.-მდივანი (2000). 1968 დაამთავრა თსუ-ის მექანიკამათ. ფაკ-ტი. 1968–84 მუშაობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში თეორიული მექან. კათედრაზე; შეთავსებით თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში. 1984-იდან პედ. საქმიანობას ეწეოდა საქართვ. ტექ. უნ-ტში თეორიული მექან. კათედრაზე. გ-ის კვლევის თემაა: თერმოელექტროდრეკადობის თეორიის, რეალური მოვლენებისა და პროცესების მათ. მოდელირება. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზ .: Математические модели пьезоэлектрических устройств систем управления, Тб., 2000; Некоторые задачи управления корпоративными системами, Тб., 2004.



გორგიძე

ი. გორგიძე.

ივანე ალექსის ძე (დ. 12. VI. 1942, თბილისი), მეცნიერი ინფორმატიზაციის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1990), საქართვ. საინჟ. აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992), საერთაშ. საინჟ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1992), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1986). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1964). 1965–67 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გამოთვლით ცენტრში, 1967– 71 – სსრკ მეცნ. აკად. მართვის პრობლემების ინ-ტში. 1978-იდან არის მისივე თაოსნობით შექმნილი ინფორმატიზაციის სამეცნ.- კვლ. ცენტრის დირექტორი. გ-ის სამეცნ. შრომები ეხება მეცნიერებისა და ტექ. ისტორიას, მართვის პრობლემებს, მართვის სისტემებს, ორგანიზაციული სისტემების აგებასა და მართვას. არის აქტ. სისტემების მართვის თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

თხზ .: Совершенствование планирования в активных системах, Тб., 1985; Методы повышения эффективности и качества функционирования автоматизированных информационно- управляющих систем, М., 2001 (თანაავტ).