გორგოძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოთა ვარლამის ძე (დ. 10. XI. 1932, სოფ. ზედა ილემი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), შინაგანი სამსახურის გენერალ- ლეიტენანტი (1988). დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინრების ინ-ტი (1950). მუშაობდა ქ-ნა "ელექტროგამშვებში" საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, 1963–65 საქ. კპ თბილ. პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად, 1965-იდან – შინაგან საქმეთა სამინისტროში განყ-ბის უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად, 1977–86 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1986–90 იყო შს მინისტრი, 1987–90 – საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1985–90 – სპორტსაზოგადოება "დინამოს" თავ-რე. 1994–2000 – საქართვ. შსს აკადემიის რექტორი. 2001 სექტ-იდან თადარიგშია. არის პედ. მეცნ. და საერთაშ. ინფორმატიკის აკადემიების წევრი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2003). ლ. დოლიძე.