გორგული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის ქვაბულში, მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ადიგენი, იმერთუბანი, იჯარეთი). ზ. დ. 1200 მ , ადიგენიდან 1 კმ , ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 30 კმ . 169 მცხ. (2002). სოფელში სიძველეთაგან აღარაფერია შემორჩენილი. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 გ. შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში (რ-ნი). ცხოვრობდა სამი კომლი ქრისტიანი ქართველი: ვარძელ მარცვალასძე, გოგოჩა ძე მისი, პაპუნა ძმა მისი. გ-ში გაბრიელ აზნაურის მიწა მფლობელობაში ჰქონია მხედარს, სახელად ჰამზას. სოფელში მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ჰქონდათ ბოსტნები; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. იხდიდნენ გადასახადს – წლიურად 4500 ახჩას . 1870 გ-ში ხუთი კომლი ირიცხებოდა. ამჟამად იქ იმერეთიდან და აჭარიდან გადმოსული მოსახლეობა ცხოვრობს.

წყარო: ჯ ი ქ ი ა ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58. დ. ბერძენიშვილი.