გორდეევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ სერგეის ძე (1791–1838), რუსი ეთნოგრაფი, მწერალი, ტოპოგრაფი. 1815–38 მოღვაწეო ბდა საქართველოში. 1830–32 იყო გაზ. "ტიფლისსკიე ვედომოსტის" მთ. რედაქტორის მოადგილე. ამ გაზეთში გამოქვეყნებული აქვს მრავალი საყურადღებო ეთნოგრ. ნარკვევი. აქტიურად მონაწილეობდა ეკლესია-მონასტრებში შემონახული ხელნაწერების შეგროვებაში. 1828–29 ფეხით შემოიარა ხევი და მთიულეთი, დაწერა ნაშრომი "მთიელ ხალხთა ყოფა", რ-იც შესულია მის ოთხტომეულში – "რუსეთის იმიერკავკასიური სამფლობელოების მიმოხილვა სტატისტიკური, ეთნოგრაფიული, ტოპოგრაფიული და ფინანსური თვალსაზრისით" (ტ. 2, 1836, გვ. 79–155). აღსანიშნავია გ-ის "ოსური მოთხრობა ზარე", რ-იც 1830 გამოქვეყნდა გაზეთ "ტიფლისსკიე ვედომოსტიში" (#88). ამ მოთხრობას ორი წლის შემდეგ გამოეხმაურა გ. ერისთავი გაზეთში "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი" (1832, #2–4) წერილით "ოსური მოთხრობა". 1832 "ტიფლისსკიე ვედომოსტიში" (# 3–4) გ-მა გამოაქვეყნა კრიტ. წერილი, რ-შიც ამხილა რეაქციონერი, შოვინისტი, ქართველთა ცილისმწამებელი ავტორები. გ-ის თხზულებები არ იყო დაზღვეული სერიოზული ხარვეზებისგან. მისი წერილი "საქართველოს უკანასკნელ მეფეთა დაკრძალვის წესები" ("ტიფლისსკიე ვედომოსტი", 1832, #1) მწვავედ გააკრიტიკა ს. დოდაშვილმა ("სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", 1832, # 3). ვ. შადური.



გორდეევი

დიმიტრი პეტრეს ძე (1889–1964, თბილისი), რუსი ხელოვნებათმცოდნე. ძირითადად საქართველოში მუშაობდა. 1913 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტი. ერთ-ერთმა პირველთაგანმა მეცნიერულად შეისწავლა ქართ. ხელოვნების არაერთი ძეგლი, რ-თა შორის აღსანიშნავია საფარის, ზარზმის, ჭულის მონასტრების კედლის მხატვრობა, ქართ. მინანქარი და მინიატიურა, ჭედური ხელოვნება და სხვ. 1952-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლად.

თხზ .: Миниатюры грузинских лицевых рукописей Сионского древлехранилища в Тифлисе, «Aრს», 1918, №2–3; Отчет о поездке в Ахалцихский уезд в 1917 г. Росписи в Чуле, Сапаре и Зарзме, «Известия Кавказского историко-археологического ин-та», 1923, т. 1; Предварительное сообщение о Мцхетской „Антиохии“ (Извлечение из материалов экспедиции 1922 г. и после გამოქдующих поездок, «Известия Кавказского историко-археологического ин-та», Тфл., 1925, т. 3; Мгвимская резная дверь, «საქართველოს მუზეუმის მოამბე », 1927, ტ. 3.