გორდეზიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბ. გორდეზიანი.

ბენიამინ (ბენო) პავლეს ძე (13. III. 1894, სოფ. საკაო, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 22. VII. 1975, თბილისი), მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1950). თბილისის სას. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თსუ-ში. დაამთავრა წიგნის გაფორმების უმაღლესი კურსები ლენინგრადში. მუშაობდა გამომც. "სახელგამის" საქმეთა მმართველად, მხატვარრედაქტორად, მთ. მხატვრად, სახვ. ხელოვნების განყ-ბის გამგედ. ხელმძღვანელობდა ქართ. შრიფტის ექსპერ. ლაბორატორიას (1947–73). არჩეული იყო თავისსავე თაოსნობით შექმნილი ქართ. შრიფტის კომიტეტის პ/ მგ მდივნად. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართ. საშრიფტო წარმოების შემდგომი განვითარება. შექმნა მრავალი ახ. სახეობის ქართ. შრიფტი ("მკაფიო", "გორდეზიანი" და სხვ.), გამოსცა თეორ. ნაშრომები: "ქართული მხედრული შრიფტი" (1955), "ქართული სასტამბო შრიფტები" (1961), "ქართული სასტამბო შრიფტების ცნობარი-კატალოგი" (1965), "პოლიგრაფიული შრიფტები" (1970). გ. ნაყოფიერად მოღვაწეობდა ლიტ. და ხელოვნების სფეროში. იყო საქართვ. ფუტურისტული მიმდინარეობისა და ჟურნ. "H2SO4"-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. მხატვრულად აფორმებდა წიგნებს. ავტორია საყურადღებო მონოგრაფიებისა: "ნიკო ფიროსმანაშვილი" (1930), "გრიგოლ ტატიშვილი" (1957), "იოსებ შარლემანი" (ქართ. ენაზე – 1955, რუს. ენაზე – 1958), "დავით ქუთათელაძე" (1959, რუს. ენაზე), после" ქართული გრაფიკა" (ქართ. ენაზე – 1959, რუს. ენაზე – 1963), "ივანე ვეფხვაძე" (1976). საერთაშ. აღიარება პოვა გ-ის მონოგრაფიამ "ზიჩი საქართველოში" (1966, II გამოცემა). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. მ. ხერხეულიძე.



სარჩევი

გორდეზიანი დავით გიორგის ძე

(დ. 9. XII. 1937, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1985). კომპიუტერულ მეცნ. და სისტემების საერთაშ. აკად. ნამდვ. წევრი (1993), საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1994) და მისი საპატიო პრეზიდენტი (2006), საქართვ. საინჟინრო აკადემიის ნამდვ. წევრი (2007). დაამთავრა თსუის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1961). 1962-იდან კითხულობს ლექციებს თსუ-ში, 1964–68 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში, 1968-იდან – თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1979–85 იყო ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. მუშაობის დარგში, 1985–2007 – ინ-ტის დირექტორი. 2009-იდან არის პროფესორემერიტუსი. კვლევის ძირითადი თემაა: საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ამოცანების მათემატიკური მოდელირება და კომპიუტერული რეალიზაცია, წრფივი და არაწრფივი ამოცანების ამოხსნის რიცხვითი ალგორითმების შექმნა და დაფუძნება. აქვს ოთხი გამოგონება, ორი პატენტი აშშ-სა და დანიაში, არის სამი მონოგრაფიის ავტორი. სამეცნ. პედ. და სამეცნ.- ორგანიზაციული საქმიანობისათვის დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის მედლით (1998, 2010) და ღირსების ორდენით (1998). მიღებული აქვს სხვა სახელმწ. ჯილდოები.



გორდეზიანი იასონ დავითის ძე

(1876, სოფ. საკაო, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 1960, ბათუმი), აგრონომი და მებაღე-დეკორატორი. აგრონომიული განათლება მიიღო თბილისის სას.-სამ. სკოლაში 1889–93. 1894–1909 საქართვ. სხვადასხვა მხარეში ხელმძღვანელობდა ხეხილის სანერგეებისა და ბაღების, ბაღ-პარკების გაშენებას. 1909–11 დეკორ. მებაღეობისა და მწვანე მშენებლობის სპეციალობით სწავლობდა ვერსალის ეროვნ. სას.-სამ. ინ-ტში (საფრანგეთი), შემდეგ მუშაობდა საფრანგეთში და შვეიცარიაში; ერთხანს იყო კიუს სამეფო ბოტან. ბაღის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომელი. 1913 მიიწვიეს ახლად დაარსებულ ბათუმის ბოტან. ბაღში სამუშაოდ. 1914–17 იყო ამ ბაღის აღმასრულებელი დირექტორი. მისი უშუალო მონაწილეობით გაშენდა ბოტან. ბაღის ძირითადი კოლექციები. გ., კრასნოვთან ერთად, არის ბათუმის ბოტან. ბაღის დამაარსებელი.

ლიტ .: გ ა გ ნ ი ძ ე რ., იასონ გორდეზიანი – დავიწყებული გამორჩეული დეკორატორი, აგრონომი და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი გამშენებელი, კრ.: მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის ნარკვევები, 46–47, თბ., 2009. ჯ. ჩიკვილაძე.



გორდეზიანი ლევან რისმაგის ძე

(დ. 1. X1.1962, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2004). 1984 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1987–2000 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1995–2000 იყო თსუ-ის კულტ. ისტორიის კათედრის დოცენტი, 2001–06 – ამავე კათედრის პროფესორი, 2005–06 - თსუ-ის რექტორის მოადგილე. 2006- 109 იდან არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტის სრული პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ძვ. მსოფ. ისტორია, ბერძნ. და ძველაღმოსავლური ისტორიის წყაროთმცოდნეობა, მითოლოგია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. ექვსი მონოგრაფია.



გორდეზიანი მარლენ შალვას ძე

მ. გორდეზიანი.

(დ. 29. VII. 1938, თბილისი), ბიოქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (1997). ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1996). დაამთავრა საქართვ. ზოოტექ. სავეტერინარო ინ-ტი (1962). 1965- იდან მუშაობს ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლ. ინ-ტში უმცროსი (1965), უფროსი (1971) და წამყვანი მეცნ. მუშაკის თანამდებობებზე (1975). 1978-იდან იყო "ბიოლოგიური ჟანგვის" ლაბორ. გამგე, მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2003). მისი სამეცნ. შრომები ეხება დაბინძურებული გარემოს ბიოლ. მეთოდებით აღდგენას. არის აკად. ს. დურმიშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი ბიოქიმიაში.

თხზ .: ბიოფიზიკური ქიმია და სოფლის მეურნეობა, თბ., 1971 (თანაავტ.: კ. გორდეზიანი, დ. უგრეხელიძე); ეკოლოგიის ქიმიური საფუძვლები, თბ., 2000 (თანაავტ. გ. კვესიტაძე); ბიოენერგეტიკა და ჟანგვითი პროცესების რეგულაცია თბ., 2004 (თანაავტ.: გ. ხატისაშვილი, ე. კირთაძე); მემბრანული ქსენობიოქიმია, თბ., 2005 (თანაავტ. გ. ხატისაშვილი).






გორდეზიანი რისმაგ ბენიამინის ძე

რ. გორდეზიანი.

(დ. 9. VI. 1940, თბილისი), ფილოლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1988). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1977). ვინკელმანის საერთაშ. საზბის წევრი (1971), საქსონიის მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1977), საბერძნეთის არქეოლოგიური საზ-ბის საპატიო წევრი (1987). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). სამეცნ. პედ. მოღვაწეობას ეწევა ამავე უნ-ტის კლასიკური ფილოლ. კათედრაზე – 1989–2006 იყო ამ კათედრის გამგე. 1982-იდან ხელმძღვანელობს თსუ-ის ხმელთაშუა ზღვის კულტ. კვლევის ლაბორატორიას, 1993–96 იყო თსუ-ის პრორექტორი სასწ. დარგში. 1997-იდან სათავეში ჩაუდგა თავისსავე ინიციატივით შექმნილ კლასიკური ფილოლ., ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწ.-სამეცნ. ინ-ტს. არის ბერძნ.-რომაული ფილოლ. სადისერტაციო საბჭოს თავ-რე. გამოქვეყნებული აქვს 23 წიგნი და მრავალი სამეცნ. სტატია ჰომეროლოგიის, ეგეისტიკის, ეტრუსკოლოგიის, ანტ. ლიტ-რისა და კულტ. ისტორიის, ქართველოლოგიის დარგებში ქართულსა და უცხ. ენებზე. მოხსენებებსა და ლექციებს კითხულობს საზღვარგარეთის (საბერძნეთი, გერმანია, რუსეთი, იტალია, ნორვეგია, აშშ) სამეცნ. ცენტრებსა და უნ-ტებში. სხვადასხვა დროს იყო საერთაშ. ჟურნალ "Phasis"-ის (თბილისი) მთ. რედაქტორი, საქართვ. მეცნ. აკად. "მოამბის", "Caucasica"-ს (თბილისი), "Philologus"-ის (გერმანია) სარედაქციო კოლეგიების წევრი, საქართვ. პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის თავ-რე (1996–2003). 2007-იდან არის საბერძნეთის მწერალთა კავშირის რეწევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2003), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2010). არის საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერი (2008).

თხზ .: "ილიადა" და ეგეოსის მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები, თბ., 1970; ეტრუსკული და ქართველური, თბ., 1980; წინარე ბერძნული და ქართველური, თბ., 1985; ბერძნები საქართველოში, წგ.: ბერძნული ცივილიზაცია, ნაკვ. 1–2, თბ., 1989–97 (თანაავტ.); ქართული თვითშეგნების ჩამოყალიბების პრობლემა, 1993; ქაოსიდან კოსმოსამდე, თბ., 1997; არგონავტები, თბ., 1999; Λεκτά. რჩეული ნაშრომები ქართ., გერმ., რუს. ენებზე, თბ., 2000; მედიტერანულქართველური მიმართებები, 4 ტომად, თბ., 2007–08; Кавказ и проблемы древнейших средиземноморских языковых и культурных встреч, Тб., 1975; Проблемы гомерского эпоса, Тб., 1978; «Илиада» и «Одиссея» – памятники письменности (Античность как тип культуры), М., 1988; Kriterien der Schriftlichkeit und Mündlichkeit. Ein Homerisches Epos, Fr. a/M., 1986; Abwandlungsformen der traditionellen Struktur des Mythos in der griechischen und römischen Heldendichtung, კრ.: Griechenland und Rom, Tb., 1996; Gegenüberstellung Europa – Asien von Altertum bis zur Gegenwart, Tb., 1977; Liebe im Homerischen Epos, «Philologus», 141, 1997; Einige Aspekte der hellenischen Studien um die Jahrhundertwende, «Phasis», 2–3, 2000.





გორდეზიანი შოთა გიორგის ძე

(14. V. 1911, თბილისი, – 16. XI. 1965, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1958). 1937 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი და მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის საფაკულტეტო ქირურგ. კათედრაზე. 1958-იდან კათედრის პროფესორია. 1955–56 მუშაობდა მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრ. ინტის ქირურგ. კათედრაზე პროფ. ვ. ი. კაზანსკისთან, ხოლო შემდეგ პროფ. პ. ბოროვსკისთან (ნეიროჰისტოლოგიის ლაბორატორიაში). გ-მა შეისწავლა სიდამწვრისა და მისი მკურნალობის მეთოდები. იკვლევდა გულის გვირგვინოვან სისხლძარღვთა ნაკლოვანების ქირურგ. მკურნალობის საკითხებს და სხვ. გ. თანაავტორია სახელმძღვანელოებისა ქირურგიაში (1954, მ. კოკოჩაშვილი, შ. გორდეზიანი, დ. ღვინეფაძე).

თხზ. : თერმული სიდამწვრე და მისი მკურალობა, თბ., 1954; გულის ანგინის ქირურგიული მკურნალობა, თბ., 1961; Материалы к хирургическому лечению коронарной недостаточности сердца, Тб., 1957.