გორდელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანსამბლი "გორდელა".

ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (სოფია, 1968). არსებობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიასთან XX ს. 60–70-იან წლებში. ანსამბლის ორგანიზატორები იყვნენ კონსერვ. სტუდენტები, შემდგომში ცნობილი მუსიკოსები: ა. ერქომაიშვილი , ბ. თოიძე , გ. სიხარულიძე , თ. ქევხიშვილი , კ. ჭოხონელიძე და სხვ. ანსამბლის განსაკუთრებულ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მან საბჭოურ წლებში მოიძია და აღადგინა უძველესი სასულიერო საგალობლები და ხელი შეუწყო საეკლესიო ლიტურგიკაში მათ დამკვიდრებას. ასრულებდა ქართვ. კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებს. "გ-ს" მიერ დამუშავებული რბილი, რაფინირებული საშემსრულებლო მანერა შემდგომში მყარად დამკვიდრდა ხალხ. სიმღერის თბილისურ ანსამბლებში.

ლიტ. : სიხარულიძე გ., გორდელა 50, თბ., 2011. ე. გარაყანიძე .