გორდელაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. გ ო რ დ ე ლ ა ძ ე. გარეკანი ალბომისათვის "ვეფხისტყაოსნის დასურათება". 1966.

გიორგი ერასტის ძე (17. II. 1912, თბილისი, – 11. II. 1990, იქვე), გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1940). მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი , ს. ქობულაძე , ვ. გრიგოლია . იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1968-იდან, 1988- იდან – პროფესორი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1944-იდან. იყო ნაყოფიერი გ რ ა ფ ი კ ო ს -ი ლ უ ს ტ რ ა ტ ო რ ი , გამომც. "სახელგამის" (1933–68) და "ნაკადულის " (1968–70) მთავარი მხატვარი. მაღალმხატვრულად გააფორმა წიგნები: "დედაენა" (1955), გ. ჩუბინაშვილის "ქართული ოქრომჭედლობა" (ალბომი), "ვეფხისტყაოსნის დასურათება" (ორ წიგნად), ა. ანტონოვსკაიას "დიდი მოურავი", დ. გურამიშვილის "დავითიანი", რ. დანიბეგაშვილის "თვრამეტი წელი აზიის ქვეყნებში", მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი", ა. ფურცელაძის "მაცი ხვიტია", ზღაპარი "ნაცარქექია" და სხვ. წარმატებით მუშაობდა დაზგურ გრაფიკასა და ფერწერაში. შექმნა ისტ. პირთა პორტრეტები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "ჭიდაობა ანანურში" (1957), "ცხრა ძმა ხერხეულიძე" (1964), "დავით აღმაშენებელი" (1980), "მეფე ერეკლე II" (1982), "თამარ მეფე ვარძიაში" (1987) და სხვ. საერთო აღიარება მოიპოვა მხატვრის მიერ შექმნილმა პლაკატებმა: "ტელეხედვა სვანეთში", "ოცნება და სინამდვილე", "ტყე ჩვენი სიმდიდრეა" და სხვ. გ. წლების მანძილზე მუშაობდა ქართ. შრიფტზე. ავტორია ქართ., რუს. და ლათ. შრიფტის ორიგინ. ნიმუშებისა. გ. მასხარაშვილი.



სარჩევი

გორდელაძე დავით გიორგის ძე

(დ. 3. III. 1946, თბილისი), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997); 1968 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1980–97 იყო თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტის შინაგან დაავადებათა კათედრის თანამშრომელი (1995–97 – კათედრის პროფესორი), 1997–2005 – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე, 2000–05 – მედ. ფაკ-ტის დეკანი. 2004-იდან საქართვ. თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტია. გ-ის სამეცნ. ინტერესების სფერო: მინერ. ცვლა, ლაზეროთერაპია, ჰეპატოლოგია, გასტროენტეროლოგია, გულის კუნთის მორფოლოგია, თერაპიის სწავლების მეთოდოლოგია, ბიოეთიკა, სამედ. სამართალი. გ. არის სამეცნ. შრომებისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს საავტორო მოწმობა 2 გამოგონებაზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

თხზ. : გულის მორფოლოგია სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს, თბ.,1976.



გორდელაძე თეიმურაზ დიმიტრის ძე

(დ. 12. VIII. 1925, თბილისი), პათოლოგანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1972). 1948 დაამთავრა თბილ. სახელმწიფო სამედ. ინ-ტი. მუშაობდა იქვე პათოლ. ანატ. კათედრის პროფესორად (1971–78). იყო ამავე ინ-ტის სასამართლო მედ. კათედრის გამგე (1979–98), 1998- იდან არის ამ კათედრის პროფესორი, პარალელურად 1993-იდან – ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნ-ტის სამედიცინო ფაკ-ტის პათოლოგიის კათედრის პროფესორი. გ-მ ექსპერიმენტულად შეისწავლა სიმსივნეებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინერვაციის საკითხები, ზოგიერთი ძუძუმწოვარი ცხოველის ვირუს- პოლიომა 2510 By შტამით გამოწვეული სიმსივნეების პათოლ. ანატომია და სხვ. გ. მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიისა და 4 სახელმძღვანელოს ("სასამართლო მედიცინა": 1995, 1998, 2001, 2008) ავტორია. გ. იყო პათოლოგანატომთა სა111 კავშ. სამეცნ. საზ-ბის გამგეობის წევრი (1974–80), საკავშ. სამედ. ჟურნ. "Судебная медицинская экспертиза"-ს სარედაქციო საბჭოს წევრი (1980–90) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

თხზ .: შუა ტვინის დაზიანებანი ქალატვინის მძიმე ტრავმის დროს, « თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის შრომათა კრებული», 1997, ტ. 33; Гистохимия и электронная микроскопия в клинической и экспериментальной медицине, М., 1975 (თანაავტ.).



გორდელაძე ირაკლი ერმალოს ძე

ი. გ ო რ დ ე ლ ა ძ ე. "მამლუქი". 1958.

(23. VII. 1921, თბილისი, – 29. VIII. 1998, იქვე), გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1958). მისი პედაგოგები იყვნენ ს. ქობულაძე, ს. ნადარეიშვილი, კ. სანაძე. აქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1969-იდან). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1958-იდან. გ. ძირითადად ქმნიდა პლაკატებს, რ-თაგან აღსანიშნავია ისტ. და პოლიტ. თემებზე შექმნილი: "თბილისის 1500 წელი" (1957), "საშიში ბუდე" (1964), "ქალთა საერთაშორისო დღე" (1975), "ფრთხილად, დედამიწაა!" (1982) და სხვ. საყურადღებოა ასევე თეატრ. სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის შექმნილი აფიშები: "რიჩარდ III" (1957, სხვა ავტორებთან ერთად), "მამლუქი" (1958), "მაია წყნეთელი" (1962). გ. ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის ილუსტრატორად. გ. მასხარაშვილი.






გორდელაძე ლეილა კონსტანტინეს ასული

ლ. გ ო რ დ ე ლ ა ძ ე. კადრი ფილმიდან "ძაღლი" (ნ. დუმბაძის მიხედვით).

(15. IV. 1927, თბილისი, – 19. III. 2004, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ.- ფილოს. ფაკ-ტი (1950) და საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო კურსები მოსკოვში (1959). სადიპლომო ფილმია "ნეტოჩკა ნეზვანოვა" (1959). 1959- იდან მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმებზე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962) და "მაცი ხვიტია" (1966). დამდგმელი რეჟისორია ქართ. მხატვრული ფილმებისა: "ლევანა" (1960); "ორი მოთხრობა" (კინონოველა "თეთრი ქალიშვილი", 1962); "დაბრუნებული ღიმილი" (კინონოველა "ალოობა", 1967); "მოიტაცეს თამარ ქალი" (1971); "მშობლიურ ხეთა ჩრდილებში" (კინონოველა "ძაღლი", 1974); "ბათა ქექია" (1978); "აქედანა და შენამდე" (1984); "ჩემი ბოშები" (1987) და სხვ. გ-მ აღადგინა კ. მიქაბერიძის მიერ 1929 გადაღებული შავ- თეთრი მუნჯი კინოს შედევრი, სატირული კინოკომედია "ჩემი ბებია" (1975). ა. გვენცაძე.





გორდელაძე შალვა გიორგის ძე

შ. გორდელაძე.

(20. X. 1905, სოფ. ხვარბეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 12. I. 1973, კიევი), ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1965). 1936–40 იყო აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვ. დირექტორის მოადგილე, 1940–73 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა კიევის უნ-ტსა და პოლიტექ. ინ-ტში. იკვლევდა ახ. ვარსკვლავების ატმოსფეროში იონიზაციას, ტემპ-რის ცვლილებებს ანთებამდე და ანთების შემდეგ, აგრეთვე ანთების პროცესში სხვადასხვა სახით გამოყოფილ ენერგიას. პირველმა განსაზღვრა ახ. ვარსკვლავის აფეთქების შედეგად ამოფრქვეული ნივთიერების მასა. ვ. ამბარცუმიანთან ერთად ჩამოაყალიბა ახ. თვალსაზრისი გალაქტიკაში ვარსკვლავთშორისი შთანთქმის დისკრეტულობის შესახებ. უკრაინის მეცნ. აკად. მთავარ ასტრონ. ობსერვატორიაში მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოიცა 28000 მკრთალი ვარსკვლავის ფოტომეტრიული მონაცემების კატალოგი. ავტორია მრავალი სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.