გორდელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ო. გორდელი.

ოთარ მიხეილის ძე ( 18. XI. 1928, თბილისი, – 6. XII. 1994, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966). 1951 დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია კომპოზიციისა (ი. ტუსკიას კლასი) და ფორტეპიანოს (ა. ვირსალაძის კლასი) სპეციალობით, 1955 – მოსკ. კონსერვ. ასპირანტურა კომპოზიციის განხრით (ხელმძღვ. ს. ბოგატირიოვი). 1959-იდან იყო თბილ. კონსერვ. პედაგოგი (პოლიფონია), 1982-იდან – პროფესორი, 1967–87 – საქართვ. მუსიკალურ-ქორეოგრ. საზ-ბის თავ-რე, 1968–73 – საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. ნაწარმოებები: კანტატა "წელიწადის დრონი" (1954), ვოკალურ-სიმფონიური პოემა "რაზედ ბუტბუტებს მტკვარი" (1961), "ახალგაზრდული უვერტიურა" (1956), სიმფონია (1964), 2 სიუიტა (1965, 1968), "პასაკალია" (1964), ცეკვა "ქართული" სიმფ. ორკესტრისათვის (1958), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფ. ორკესტრისათვის (1952), კონცერტი ფლეიტისა და სიმფ. ორკესტრისათვის (1958); კამერულ-საკრავიერი (მ. შ. საფორტეპიანო კვინტეტი – 1950), კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები და სხვ.; ოპერეტები "ნატვრის თვალი" (1980), "ჩემი საყვარელი ბიძა" (1983), საესტრადო მუსიკა; მუსიკა დრამ. სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. ს. ჭყონია.