გორდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა გორდისა და ქვედა გორდის გავრცელებული სახელწოდება. გ. აღნიშნულია იტალ. მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 შედგენილ რუკაზე. მის ერთ-ერთ უბანში იდგა გალავანშემორტყმული ციხე-კოშკი – "ველის ციხე". თ. ბერაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გორდი&oldid=795-დან“