გორდის ნამოსახლარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვედა პალეოლითის ხანის (ძვ. წ. 100 ათ. – 40 ათ. წწ.) სახელოსნო-ნამოსახლარი. აღმოჩენილია (ექსპედიციის ხელმძღვ. კ. კალანდაძე) 1982 სოფ. გორდში (ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი), დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში (იხ. დადიანების სამთავრო რეზიდენციები ). ზედაპირულად აიკრიფა კაჟის იარაღი (საფხეკები, დანალამელები, ნუკლეუსი და წარმოების ნაშთები). იქვე, ზეგანზე, გამოდის კაჟის ე. წ. ძარღვები, რითაც ამ იარაღს ამზადებდნენ.

ლიტ .: К а л а н д а д з е К. С., Б е р д з е н и ш в и л и Н. З., Работы Цхалтубской археологической экспедиции, «Полевые археологические экспедиции в 1982 году», Тб., 1985. კ. კალანდაძე.