გორელაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რ. გორელაშვილი.

რომან მიხეილის ძე (დ. 14. IX. 1936, თბილისი), პიანისტი. საქართვ. დამს. არტისტი (1967). 1959 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ა. ვირსალაძის კლასი). 1957-იდან (სტუდენტობის დროს) დაიწყო საშემსრულებლო მოღვაწეობა. 1962-იდან (ხანგამოშვებით) მუშაობდა თბილ. კონსერვატორიაში (1980–90 საფორტეპიანო ფაკტის დეკანია, 1975-იდან – პროფესორი). პედაგოგად მიიწვიეს ვაიმარში (გდრ), ფ. ლისტის სახ. უმაღლეს სამუსიკო სკოლაში, 1977 – პრაღის კონსერვატორიაში. გ-ის შესრულების მანერა გამოირჩევა ტექ. სრულყოფილებით. მის რეპერტუარში დიდი ადგილი უჭირავს ფ. ლისტის, ს. რახმანინოვის, ჯ. გერშვინისა და სხვათა ნაწარმოებებს. ავტორია მრავალი საფორტეპიანო ტრანსკრიფციისა და პარაფრაზისა (მ. შ. ვ. დოლიძის "ქეთო და კოტეს" თემებზე). 1980– 84 ფირმა "მელოდიამ" გამოუშვა ფირფიტები გ-ის ჩანაწერებით. მისი რედაქციით გამოვიდა ქართვ. კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებები. გ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოსა და სსრკ სხვადასხვა ქალაქში. ამჟამად ისრაელშია.