გორეცკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე ეფიმის ძე (3. XII. 1870, ქუთაისი, – 1947), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ- მაიორი (1914). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1888). 1890-იდან მსახურობდა ჯარში. დაამთავრა გენერალური შტაბის საინტენდანტო კურსები. იყო რუსეთ- იაპონიის (1904–05) ომის მონაწილე, 1908-იდან – პოლკოვნიკი, 1911-იდან – შეიარაღებული ძალების მთავარი ინტენდანტი. 1918-იდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1928 წ. 7 სექტ. მიენიჭა შრომის გმირის წოდება. 1928- იდან გავიდა პენსიაზე. 1940 იყო წითელი არმიის მთავარი საინტენდანტო სამმართველოს სამეცნ. კონსულტანტი. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე. მ. გოგიტიძე.