გორვაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, სიმაღლე ზ. დ. 3665 . აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მდ. მესტიაჭალის (მულხრის მარჯვ. შენაკადი) ხეობას მყინვარ ლეხზირზე გავლით აკავშირებს მდ. ადილსუს (ბაქსანის მარჯვ. შენაკადი) ხეობასთან. გ. მარგველანი.



გორვაში

უღელტეხილი სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. 113 სიმაღლე ზ. დ. 2899 . აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპ. ლანდშაფტი. საცალფეხო გზით აკავშირებს მდ. ენგურისა (მესტიის მუნიციპალიტეტი) და ცხენისწყლის (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) ხეობებს. გ. მარგველანი.