გორისუბანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბუგეულის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. რიონის ხეობაში. ზ. დ. 800 , ამბროლაურიდან 17 კმ . 71 მცხ. (2002). სოფელში არის წმინდა ბარბარეს დარბაზული ეკლესია. შემორჩენილი წარწერებისა და ორნამენტის მიხედვით ეკლესია XI ს-შია აგებული. მოპირკეთებულია შირიმის ქვით. შიგნით ერთიანად მოხატული ყოფილა. შემორჩენილია კანკელის რამდენიმე ფრაგმენტი. მ. დვალი.