გორის ბრძოლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1599, ქართველთა ლაშქრის ბრძოლა გორიდან ოსმალთა განსადევნად. ირან-ოსმ. 1590 ზავით ამიერკავკასიაში ოსმალები გაბატონდნენ. ქართლის მეფე სიმონ I-მა 1598 განაახლა ომი ნახაოსმალეთთან და ალყა შემოარტყა გორის ციხეს. ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. 1599, დიდმარხვის დასაწყისში, ქართველებმა ციხეს ალყა მოხსნეს. ოსმალებმა სიფხიზ ლე მოადუნეს. მტრის ეს შეცდომა კარგად გამოიყენა სიმონ I-მა, რ-ის ბრძანებითაც გორის ყოფ. მოურავმა სულხან თურმანიძემ და ფარსადან ციციშვილმა თავიანთ მამულებში საიდუმლოდ დაამზადეს ციხის კედლებზე ასასვლელი კიბეები ქართველთა ლაშქარი ღამით ჩუმად მიადგა ციხეს და დაიწყო გალავანზე გადასვლა, რაც ოსმალებმა გვიან შენიშნეს. გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, გათენებისას, მტერმა იარაღი დაყარა. გ. ბ-ს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

წყარო : გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, წგ. 2; ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ჯ ა ნ ა შ ი ა ს., საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, თბ., 1948; გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1965; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. დ. კაჭარავა.