გორის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორის განძი. 1, 2, 5 – ვახტანგ IV-ის მონეტები; 3 – კონსტანტინე II-ის მონეტა; 4 – ყვარყვარე II-ის მონეტა. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი

XV საუკუნის ქართული მონეტების განძი; დაკნინებული მასის დაახლ. 10000 ცალი ბილონური მონეტა (დაბალსინჯიანი სპილენძის მონეტა). აღმოჩნდა ქ. გორში 1935. გ. გ-ის აღმოჩენით ცნობილი გახდა XV ს. ქართვ. მეფეთა და ცალკეულ ფეოდალთა მიერ მოჭრილი მონეტების უმრავლესობა და მოხდა მათი ზუსტი განსაზღვრა. განძი ჩაფლულია XV ს. ბოლო მეოთხედში.

ლიტ .: დ უ ნ დ უ ა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., XV საუკუნის ქართული ფულის გორის განძი, « საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B; მ ი ს ი ვ ე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969. გ. დუნდუა.