გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, ექვემდებარება გორის მუნიციპალიტეტს. დაარსდა 1938 როგორც გორის კულტურის სახლის განყ-ბა; თავდაპირველად ფუნქციონირებდა მხოლოდ მხატვრული წრეები. 1966-იდან პიონერთა სახლს გამოეყო შენობა ლენინის (ახლანდ. სამეფოს) ქუჩაზე; 1971 წ. 8 ოქტ. პიონერთა სახლს სასახლის სტატუსი მიენიჭა; გაფართოვდა წრეების ქსელი, დამყარდა კონტაქტები სსრკ-ის სხვა ქალაქების, აგრეთვე ჩეხეთის, პოლონეთის პიონერთა სასახლეებთან. 1990 საქართველოში გაუქმდა ბავშვთა და მოზარდთა პოლიტ. ორგანიზაციები, რის გამოც პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ეწოდა. 2010 წ. 1 იანვრისთვის სასახლე გორის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. გ. მ. მ. ა. ს-ში, რ-იც ემსახურება ოთხასზე მეტ ბავშვს, ფუნქციონირებს: ლიტ-რის, მხატვრული, საბუნებისმეტყველო და სხვ. წრეები. მისი პრიორიტეტია საქართვ. კონფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილ) ბავშვებთან მუშაობა. გ. მ. მ. ა. ს. თანამშრომლობს თბილისისა და ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეებთან.