გორის საოსტატო სემინარია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა მ ი ე რ კ ა ვ კ ა ს ი ი ს ს ა მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ლ ო ს ე მ ი ნ ა რ ი ა, გაიხსნა 1876, ამზადებდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს. ჰქონდა 3 კურსი, სწავლება მიმდინარეობდა რუს. ენაზე. ცალკე საგნებად ისწავლებოდა ქართ., სომხ. და აზერბ. ენები. სემინარიასთან არსებობდა ქართ., რუს., სომხ. და აზერბ. დაწყ. სკოლები, სადაც სემინარისტები პედ. პრაქტიკას გადიოდნენ, ასევე ორი საცხოვრ. პანსიონი (ქრისტიანი და მუსლიმანი მოსწავლეებისათვის). გ. ს. ს-ში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ვაჟა-ფშაველა, ნ. და თ. რაზიკაშვილები, ლ. აღნიაშვილი, ნ. ჯანაშია, ნ. ნარიმანოვი, უ. ჰაჯიბეკოვი, მ. მაგომაევი და სხვ. სემინარია დაიხურა 1918.

ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე მ., გორის სამასწავლებლო სემინარია, თბ., 1955.