გორის სასულიერო სასწავლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელი საქართველოში; დაარსდა 1818, ასწავლიდნენ რუს. და ძვ. სლავურ გრამატიკას, არითმეტიკას, საეკლ. გალობას, კატეხიზისს, ბერძნ. და ლათ. ენებს (პირველდაწყებითი კურსი), საღვთო სჯულს და სხვ. დიდი ყურადღება ექცეოდა თარგმანს (ქართულიდან – რუსულად და რუსულიდან – ქართულად). სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ ი. გოგებაშვილი, ი. ჯუღაშვილი (სტალინი), ლ. კეცხოველი, ს. მგალობლიშვილი (შემდეგ აქვე ასწავლიდა ქართ. ენასა და ლიტ-რას), ნ. ლომოური და სხვ. გ. ს. ს. დაიხურა 1917. გ. ს. ს-ის ბ-კის ფონდი დაცულია ი. გოგებაშვილის სახ. პედ. ბ-კაში. დ. გურგენიძე.