გორის უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორის უნივერსიტეტი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი. დაარსდა 2007 გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად და ამ უმაღლესი სასწავლებლების სამართალმემკვიდრეა. 1935 გორში გაიხსნა 2-წლიანი სასწავლებელი (სამასწავლებლო ინ-ტი), რ-იც 1939 გადაკეთდა გორის სახელმწ. პედ. ინ-ტად, სწავლების 4-წლიანი კურსით; 1939 ინ-ტს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი ეწოდა. თავდაპირველად ინ-ტს ჰქონდა ლიტ-რის, ისტ., ფიზ.-მათ. ფაკულტეტები, ფუნქციონირებდა 3 კათედრა, 50-იანი წლებისათვის კი – 22 კათედრა. დაემატა ახ. სპეციალობები: ბუნებისმეტყველების, გეოგრ., ფიზ. აღზრდისა და დაწყ. განათლების. 1980 ინ-ტში იყო 4 ფაკ-ტი: საბუნებისმეტყველო და ფიზ. აღზრდის, ისტორია-ფილოლოგიის, დაწყებითი განათლების პედ. და მეთოდიკის, საზ. პროფესიათა; სწავლობდა 1342 სტუდენტი, მუშაობდა 114 პროფესორ-მასწავლებელი. 1982 ინ-ტმა შეწყვიტა მიღება; სტუდენტების ბოლო გამოშვება 1985 იყო. ამავე წელს მოხდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწ. პედ. ინ-ტის რეორგანიზაცია და ინ-ტს ეწოდა გორის სახელმწ. ეკონ. ინტი. 1991 ინ-ტმა აღადგინა პედ. და შეინარჩუნა ეკონ. სპეციალობებიც. 1997-იდან გ. უ-ს გორის სახელმწ. ეკონ.-ჰუმანიტარული ინტი ეწოდა; სახელმწ. და კერძო დაფინანსების სექტორებზე იყო შემდეგი ფაკ-ტები: აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის; ფინანსების; საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების; კომერც. საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის; წარმოების ეკონ. და სტატისტიკის; სამართალმცოდნეობის; ფილოლ. და გეოგრ.-ბიოლოგიის; ფიზ. აღზრდისა და დაწყ. განათლების; დაუსწრებელი (სულ 18 სპეციალობა). მუშაობდა 21 კათედრა, 20 კაბინეტ-ლაბორატორია, კომპიუტერული ცენტრი და ტელეცენტრი, 2 ლინგაფონური კაბინეტი, ბ-კა. ინ-ტში სწავლობდა 3 ათ. სტუდენტი, მოღვაწეობდა 174 პროფესორ- მასწავლებელი, მ. შ. 22 მეცნ. დოქტორი და პროფესორი, 83 მეცნ. კანდიდატი და დოცენტი. ინ-ტის თანამშრომელთა ავტორობით გამოცემულია 80-ზე მეტი სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო და მონოგრაფია. ინ-ტს ჰქონდა 3 სასწ. კორპუსი, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი (1500 ადგილი). 1999 წ. 16 ივლ. ინ-ტს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი (საქართვ. პრეზიდენტის #260 ბრძანების საფუძველზე). 2009 გ. უ-ს სასწავლო პროცესი მოიცავდა საუნივერსიტეტო განათლების ყველა საფეხურს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). ფუნქციონირებდა 3 ფაკ-ტი: 1. განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკ-ტი; სპეციალობები და სპეციალიზაციები: პედაგოგიკა (დაწყებითი განათლება, ფიზიკური აღზრდა), განათლების მეცნიერებები (განათლების სფეროს ხელმძღვანელობა და მართვა, ისტორია, ქართ. ენა და ლიტრა, ინგლისური ენა და ლიტ-რა, გერმ. ენა და ლიტ-რა, რუს. ენა და ლიტ-რა, გეოგრაფია, მათემატიკა, ბიოლოგია, ინფორმატიკა), კომპიუტერული ტექნოლოგიები (ინფორმაციული ტექნოლოგიები), საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ფიზიკური გეოგრაფია), ჯანდაცვა (სამკურნალო საქმე, სტომატოლოგია); 2. ჰუმანიტარული ფაკ-ტი; სპეციალობები, სპეციალიზაციები და ქვესპეციალიზაციები: ჰუმანიტარული მეცნიერებანი [ისტორია, ფილოლოგია (ქართ. ენა და ლიტრა, გერმ. ენა და ლიტ-რა, რუს. ენა და ლიტ-რა)]; 3. სოც. მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი; სპეციალობები და სპეციალიზაციები: სამართალი (სამართალმცოდნეობა, სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი), სოც. მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, ეკონომიკა), ბიზნესი და მართვა (ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე, ტურიზმი). გ. უ-ში მოქმედებდა 14 სამაგისტრო პროგრამა (განათლების მეცნიერებები; მასწავლებელთა განათლება; ქართ. სალიტერატურო ენა; ქართ. ლიტ-რა; საქართველოს ისტორია; ანგლისტიკა; ჟურნალისტიკა; ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა; ფინანსები; საბანკო და სადაზღვევო საქმე; საბუღალტრო, საგადასახადო საქმე და აუდიტი; ტურიზმის მენეჯმენტი; სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი); მოქმედებდა აგრეთვე სადოქტორო პროგრამები: მათ. მიმართულებით (ალბათობის თეორია და მათ. სტატისტიკა; ტოპოლოგია და ტოპოლოგიური მეთოდების გამოყენება); საქართველოს ისტორია; XX ს-ის ქართ. ლიტ-რა; ქართ. ენათმეცნიერება. გ. უ-ის ფარგლებში ფუნქციონირებდა პროფ. უმაღლესი პროგრამები: სასტუმროების, რესტორნებისა და სპეც. ღონისძიებების ადმინისტრირება, მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირება. გ. უ. მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საზღვარგარეთის, ისე საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან (ლიტვის, ლატვიის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწ. უნტთან, თბილისის ილიას სახელმწ. უნ-ტთან, აგრეთვე თელავის, ბათუმის, ქუთაისის უნ-ტებთან). გ. უ-ს აქვს 5 სასწავლო კორპუსი, ბ-კები (422 ათასამდე დაცვითი ერთეული, მ. შ. – 67475 დასახელების 290437 ეგზემპლარი და 131432 ჟურნ. ნომერი), სამკითხველო დარბაზები, სპორტ. მოედნები, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტლაბორატორიები და სხვ. 2010 წ. 1 იანვ-თვის გ. უ-ში მუშაობდა 87 პროფესორ-მასწავლებელი (47 – სრული პროფესორი, 36 – ასოცირებული, 2 – ასისტენტპროფესორი), სწავლობდა 2000- მდე სტუდენტი. ლ. მელაძე. ზ. ცოტნიაშვილი.