გორმაღალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა მდინარეების ვეზურისა (ჯეჯორის მარჯვ. შენაკადი) და კოზისწყლის (ღარულის სათავე) წყალგამყოფ ქედზე, ჯავის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3187 . აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი, ციცაბო კალთები, რ-ებზეც განვითარებულია რელიეფის მყინვარული ფორმები. მცენარეულ საფარს თითქმის მთლიანად მოკლებულია. ს. ნემანიშვილი.



გორმაღალი

მთა ქართლის ქედზე, მდინარეებს შარახევსა (ფშავის არაგვის მარცხ. შენაკადი) და ვერხველს (ქუსნოს ზემო დინება) შორის, დუშეთისა და ე. გოსტენინა. თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. სიმაღლე ზ. დ. 1983 მ . აგებულია ცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. კალთები დამრეცია, შემოსილია მეორეული სუბალპ. ბალახეულობით. ს. ნემანიშვილი.



გორმაღალი

სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის სამხრ. მთისწინეთში, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ქვაყუდე). ზ. დ. 150 , სამტრედიიდან 18 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკისადგ.) 8 კმ. 210 მცხ. (2002).