გორმაღლის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეჩხუმის ქედის სამხრეთი განშტოება, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონისა და მისი მარჯვ. შენაკადების ლაჯანურისა და ასკისწყლის აუზების წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალები: გორმაღალი (1728 ), ლაილაში (1640 ), გველისთავი (1465 ). აგებულია ცარცული ასაკის კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. ზ. ჯანელიძე.